8 მაისი საქართველოში ღვინის ეროვნულ დღედ გამოცხადდა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 8 მაისი საქართველოში ღვინის ეროვნულ დღედ გამოცხადდა.
UNESCO-ს მიერ მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული ქართული ტრადიციული მეთოდით ქვევრში დაყენებული ღვინო სწორედ გაზაფხულზე იბადება.
„ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის სამეცნიერო კვლევისა და პოპულარიზაციის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩატარებული მრავალწლიანი სამეცნიერო მუშაობის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ღვინოს 8000 წლის წინ აყენებდნენ და ეს ტრადიცია დღემდე უწყვეტად გრძელდება.
საქართველო რომ ღვინის სამშობლოა, ამის დამადასტურებელი კვლევის ფარგლებში, არქეოლოგიური გათხრები მაისის თვეში დაიწყო.
8 000 წლის უწყვეტი ისტორიის მქონე ქართული ღვინის ეროვნული დღე მაისის თვეში, 8 რიცხვში აღინიშნება.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს

ასევე დაგაინტერესებთ