8 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულობის სახით | კორუფციის ნიშნები “ოცნების” წინასაარჩევნო მზადებაში

სახელისუფლებო პარტიამ სთვის მზადება და თანხების მობილიზება დაიწყო. მხოლოდ გასულ წელს “ქართული ოცნების” საარჩევნო ყულაბაში 8 მილიონ ლარზე მეტი ჩაირიცხა. მმართველი პარტიის მსხვილ შემწირველებს შორის ძირითადად “ოცნებასთან” დაახლოებული ბიზნესმენები ფიგურირებენ, რომლებიც უკვე წლებია ტენდერებს იგებენ და სახელმწიფოს არაერთი შეღავათით სარგებლობენ. ასე იქმნება უწყვეტი ჯაჭვი სახელისუფლებო პარტიასა და მმართველ გუნდთან ასოცირებულ კომპანიებს შორის. მათი მჭიდრო კავშირები და “ქართული ოცნებისთვის” მილიონობით ლარის შეწირვის ქრონოლოგია “ფლანგვის დეტექტორმა” და “საერთაშორისო გამჭვირვალობამ” შეისწავლეს. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ “ოცნების” სალაროში თანხის მობილიზება უკვე წლებია კორუფციის ნიშნებს შეიცავს და არაერთ შეკითხვას აჩენს.