75 წლის წინ რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში პირველი ფოლადი ჩამოისხა – რა ვითარებაა სექტორში?

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში პირველი ფოლადის ჩამოსხმიდან 75 წელი გავიდა. ქარხანაში, რომელიც ერთ–ერთი უმსხვილესი მეტალურგიული წარმოებაა მთელს კავკასიაში, ქართული ფოლადის პირველი 150 ტონა ნადნობი 1950 წლის 27 აპრილს დამზადდა, თუმცა ქარხნის ისტორია კიდევ უფრო ადრე იწყება. მისი დაარსების ოფიციალური თარიღი 1948 წელია და ამიერკავკასიაში სრული მეტალურგიული ციკლის პირველი საწარმო იყო. ასევე, ათეულობით წლების განმავლობაში, წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს სამრეწველო საწარმოს საქართველოში, 1 მილიონი ტონა სხვადასხვა ლითონის პროდუქციის წლიური წარმადობით.
უახლესი მონაცემებით, კომპანია 1 600 ადამიანს ასაქმებს,
2012 წლის იანვრიდან, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მმართველი და მფლობელი შპს “რუსთავის ფოლადია”. კომპანიის 2023 წლის ფინანსური მაჩვენებლები ჯერჯერობით საჯარო არაა. 2022 წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით კი, წელი 20.6 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დახურა. საწარმოს შემოსავალმა 2022 წელს 322 მილიონი ლარი შეადგინა, რაც მართალია 2021 წელთან შედარებით 15 მილიონი ლარით ნაკლები იყო, თუმცა მაინც მაღალი მაჩვენებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ წინა წლებში “რუსთავის ფოლადის” შემოსავლები დაახლოებით 100 მილიონი ლარით ნაკლები იყო.
ფეროშენადნობები – საქართველოს საექსპორტო პროდუტი

ასევე დაგაინტერესებთ