74-ე ბერლინალეს სექცია „პანორამა” გაიხსნება ლევან აკინის ფილმით

2024 წლის ბერლინალეს ტრადიციული სექცია „პანორამა” გაიხსნება ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორი ლევან აკინის ფილმით – “Crossing”.
ლია ყოფილი მასწავლებელია, რომელიც დიდი ხნის დაკარგულ დისშვილს ეძებს. იგი ბათუმიდან სტამბულში მიემგზავრება, სადაც შეხვდება ევრიმს, ადვოკატს, რომელიც ტრანსი ადამიანების უფლებებისთვის იბრძვის. თეკლა კი, დეიდასთან საერთო ენას პოულობს – ასეთია ფილმის აღწერა, რომელშიც მთავარ როლს მზია არაბული ასრულებს.
„თავის მეოთხე მხატვრულ ფილმში ლევან აკინი ადგილების წარმოჩენით ქმნის სივრცეს, რომელიც ქვიარ ადამიანებს სთავაზობს კომფორტსა და სოლიდარობას; იგი შლის საზღვრებს წარმოსახვასა და რეალობას შორის “, – წერია ფილმის დახასიათებაში.
ლევან აკინს ქართველი მაყურებელი იცნობს ფილმით „და ჩვენ ვიცეკვეთ”.

ასევე დაგაინტერესებთ

““მეამა”-ს შეცვლილი პოზიცია და ტყუილი, თითქოს, დასანქცირებულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვაზე ვეკითხებოდით, არის ნათელი დადასტურება, როგორ ახდენს ზეწოლას „ოცნება“ ბიზნესზე!” (აუდიოჩანაწერი)

ვახტანგ ძაბირაძე: თუ ირანში პროცესები დროში გაიწელა, საქართველოს პრობლემა იქნება ლტოლვილთა დიდი ნაკადი – სხვა პრობლემაა, რა იქნება ომის დასრულების შემდეგ – საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ დგას დემოკრატიული სამყარო