72-მა საარჩევნო ოლქმა არ დააკმაყოფილა საიას საჩივრები ფარულობის დარღვევაზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) საჩივრები ხმის ფარულობასთან დაკავშირებით არცერთმა საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა. ორგანიზაცია სასამართლო დავებისთვის ემზადება.
ამ დროისთვის საია-ს საჩივრები უკვე განიხილა 72-მა საოლქო კომისიამ. დარჩა მხოლოდ ერთი – ჭიათურის საოლქო კომისია, რომელიც საკითხზე დღეს იმსჯელებს.
საია-ს დირექტორი, ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ ხმის ფარულობასთან დაკავშირებული მათი სარჩელი ქვეყნის მასშტაბით ყველა საქალაქო თუ რაიონულ სასამართლოში შევა.
“მალე საქართველოში მოქმედ ყველა საქალაქო/რაიონულ სასამართლოში ვიდავებთ. ასეთი სულ 24-ია. საია-მ ხმის ფარულობაზე საჩივრები შეიტანა ყველა საარჩევნო ოლქში. 73 ოლქში შეტანილი საჩივრები მალე 24 საქმედ დაჯგუფდება და ყველა სასამართლოს დავუმტკიცებთ სიმართლეს, რომ ფარულად არ ჩატარებულა. ამ 24-დან ერთმა მოსამართლემაც რომ გაბედოს სიმართლის მხარეს დგომა, დემოკრატიის გადარჩენა შესაძლებელი იქნება”, – წერს ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 29 ოქტომბერს საოლქო საარჩევნო კომისიებში წარადგინა საჩივრები, რომლითაც ითხოვს შესაბამის ოლქებში შემავალი ყველა იმ უბნის (2263) შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.
საიას განცხადებით, მათ მიერ წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილება გამოიწვევს ხელახალი არჩევნების ჩატარებას, რადგან ტექნოლოგიური უბნების შედეგების ბათილობა არსებით გავლენას ახდენს არჩევნების შედეგზე.
საია დავობს, რომ კენჭისყრის დღეს მასობრივად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით წარმოჩინდება, რომ დიდი ბრიტანეთი „დიფ სთეითმა“, იგივე „გლობალურმა ომის პარტიამ“ მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი

ევროპარლამენტარები: „ქართული ოცნება“ თავსაც აღარ აჩვენებს, თითქოს ევროპული მომავალი სურს – მოვუწოდებთ ევროკავშირს პერსონალური სანქციები დაუწესონ ივანიშვილსა და კობახიძეს – შეჩერდეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო