“700 ლარი წინასწარ გადამახდევინა, კაბის შეკერვა არც კი დაუწყია…” – რას ჰყვებიან “გადაგდებული” კლიენტები დაკავებულ დიზაინერზე

ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რი და­თუ­ნა სუ­ლი­კაშ­ვი­ლი ორი დღის წინ -ს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­ა­კა­ვეს. რო­გორც Ambebi.ge-სთვის გახ­და ცნო­ბი­ლი, დი­ზა­ი­ნერს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით ორი თვის ვა­დით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­დეს. სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი გუ­შინ სა­ღა­მოს გა­ი­მარ­თა.
-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე ეხე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას. და­თუ­ნა სუ­ლი­კაშ­ვილს ბრალ­დე­ბა წარ­დგე­ნი­ლი აქვს სსკ-ის 260-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით.
სუ­ლი­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის ფაქტს წინ უძღო­და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი არა­ერ­თი სკან­და­ლუ­რი პოს­ტი, რომ­ლებ­შიც მომ­ხმა­რებ­ლე­ბი დი­ზა­ი­ნერს თან­ხის მით­ვი­სე­ბა­სა და თაღ­ლი­თო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ.
სექ­ტემ­ბერ­ში ერთ-ერ­თმა გო­გო­ნამ “სა­სო­წარ­კვე­თი­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის“ ჯგუფ­ში დი­ზა­ი­ნერ­ზე ვრცე­ლი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ამ­ბობ­და, რომ სუ­ლი­კაშ­ვილ­მა მას კა­ბის შე­კერ­ვის სა­ნაც­ვლოდ 700 ლარი წი­ნას­წარ გა­მო­არ­თვა, თუმ­ცა შეკ­ვე­თა არ შე­ას­რუ­ლა და არც თან­ხა და­უბ­რუ­ნა.
“700 ლარი წი­ნას­წარ გა­და­მახ­დე­ვი­ნა… მი­ვე­დი კა­ბის წა­მო­სა­ღე­ბად, თა­ვად და­თუ­ნა ად­გილ­ზე არ დამ­ხვდა. დამ­ხვდა მხო­ლოდ მისი მკე­რა­ვი ლალი, რო­მელ­მაც მი­თხრა, რომ და­თუ­ნას კა­ბის შე­კერ­ვა არც კი და­უ­წყია. არა­ნა­ი­რი ახ­სნა, არა­ნა­ი­რი ბო­დი­ში, არა­ნა­ი­რი გეგ­მა თან­ხის დაბ­რუ­ნე­ბა­ზე. ეს არის თან­ხის მით­ვი­სე­ბა, თაღ­ლი­თო­ბა და კლი­ენ­ტის სრუ­ლი იგ­ნო­რი­რე­ბა… ად­გილ­ზე მი­სულს მხო­ლოდ მისი მკე­რა­ვი ლალი მხვდე­ბა, რო­მე­ლიც მე­უბ­ნე­ბა, რომ ჩემ­ნა­ი­რი „გა­დაგ­დე­ბუ­ლი“ მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ყო­ველ­დღე მო­დი­ან.“
ამ პოს­ტის კო­მენ­ტა­რებ­ში სხვა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბიც გა­მოჩ­ნდნენ:
“მეც ეგრე მაწ­ვა­ლა ერ­თმა მთე­ლი 3 თვე, მახ­ვეწ­ნი­ნებ­და სა­კუ­თა­რი შრო­მით გა­მო­მუ­შა­ვე­ბულ ფულს… ვუ­ჩივ­ლე და და­ვაბ­რუ­ნე­ბი­ნე სა­კუ­თა­რი ფული.“
“იგი­ვე სი­ტუ­ა­ცი­აა, გუ­შინ მქონ­და ქორ­წი­ლი და კა­ბის გა­რე­შე დამ­ტო­ვა! სა­ჩივ­რის შე­ტა­ნას ვა­პი­რებ… გა­ვუ­ბე­დურ­დი მაგ ადა­მი­ა­ნის გამო ქორ­წი­ლამ­დე პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით.“
სუ­ლი­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, ცნო­ბილ­მა ტი­კტო­კერ­მა Itsmariamna-მ სკან­და­ლუ­რი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ამ­ბობს, რომ ის დი­ზა­ი­ნე­რის „ბოლო და­ზა­რა­ლე­ბუ­ლია“.
მისი თქმით, სუ­ლი­კაშ­ვი­ლი მას „არარ­სე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის სა­ნაც­ვლოდ“ სთხოვ­და ფულს:
“ასო­ბით ასე­თი „ქე­ი­სი“ აქვს. მას შემ­დეგ, რაც ეს ფაქ­ტი სა­ჯა­რო გავ­ხა­დე, მან ჩემს მი­მართ მუ­ქა­რა და შან­ტა­ჟი სცა­და…. ისიც იცო­და, რომ ამ ეტაპ­ზე ვარ ორ­სუ­ლად. თუმ­ცა, არა­ფერ­მა შე­უ­შა­ლა ხელი ჯერ თაღ­ლი­თო­ბა­ში, ხოლო შემ­დეგ შან­ტაჟ­ში და მუ­ქა­რა­ში. მისი ქცე­ვე­ბი ალ­ბათ ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით აიხ­სნე­ბა. ცალ­სა­ხად სა­ში­შია მისი გა­რეთ ყოფ­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, ბო­რო­ტად იყე­ნებს ყვე­ლას მის გარ­შე­მო და საკ­მა­ოდ ვრცელ კავ­ში­რებს, რო­მე­ლიც მისი „აღ­მას­ვლის“ პე­რი­ოდ­ში მო­აგ­რო­ვა!“
და­თუ­ნა სუ­ლი­კაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. ამ დრო­ის­თვის, დი­ზა­ი­ნე­რი წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა.