70 სარჩელი მინისტრის წინააღმდეგ – წულუკიანმა კიდევ ერთი დავა წააგო

თეა წულუკიანმა კიდევ ერთი სასამართლო დავა წააგო – თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან მაია პატარაძის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია და მინისტრის გადაწყვეტილება ბათილად სცნო.
ეროვნულ მუზეუმს დაზარალებულის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა 2 000 ლარის ოდენობით დაეკისრა.
გვინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ ჩვენმა მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი – SEC Workers Union მორიგი სასამართლო პროცესი მოუგო საქართველოს ეროვნული მუზეუმის ახალ ხელმძღვანელობას და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო და პირადად თეა წულუკიანს. გაცნობებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე სოსო ღურწკაიამ 2024 წლის 28 თებერვალს გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე მაია პატარიძის სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ, რომლითაც ძირითადად დაკმაყოფილდა მაია პატარიძის სარჩელი. სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია მაია პატარიძის სამსახურიდან გათავისუფლება და ბათილად ცნო ბრძანება, რომლითაც მაია პატარიძე სამსახურიდან გათავისუფლდა, ასევე ეროვნულ მუზეუმს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ამასთან ეროვნულ მუზეუმს მაია პატარიძის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 2000 ლარის ანაზღაურება, ვინაიდან სასამართლო, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ჩატარებული მავნებლური რეორგანიზაციის შემდეგ, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ვერ დაავალდებულებს დასაქმებული აღადგინოს დაკავებულ თანამდებობაზე, რაც მუზეუმისთვის დიდი დანაკლისი იქნება.” – წერს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი.
ცნობისთვის, კულტურის სამინისტროდან უკანონოდ გათავისუფლებულ ადამიანთა შორის 15-მა პირმა ს წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო. ამ დროისთვის სასამართლოში 70 სარჩელია შესული.

ასევე დაგაინტერესებთ