“7 შვილი ისე გავზარდე, დახმარება არ მიმიღია, გაზი ჩვენ არ გვაქვს, წყალი და დენი” – რუსთავის საკრებულო ამტკიცებს, რომ ბიუჯეტში მარტში შეიტანს ცვლილებებს
ხმაური იყო დღეს რუსთავის საკრებულოში, სადაც რუსთავის მერიის წარდგენილ ბიუჯეტს განიხილავდნენ. რუსთავში მცხოვრები მოქალაქეები ითხოვენ, რომ ბიუჯეტში მათი პრობლემების მოგვარებისთვისაც იყოს თანხები გათვალისწინებული.
სადაც ვცხოვრობ, იმ კორპუსში ჩემსავით არიან მოქალაქეები, არ აქვთ ფართები დაკანონებული, აქვს კომუნიკაცია, გაზი, დენი, წყალი, მე არა, მე ორ განცხადებაზე მომევიდა უარი და როგორღაც თქვენამდე უნდა მომეწვდინა ხმა. 7 შვილი ისე გავზარდე მრავალშვილიანობის დახმარებაც არ ამიღია, სახლი არავისთვის მითხოვია და არაფერი. მოვედი აქამდე, იქნებ, დაგვეხმაროთ.
გაზი ჩვენ არა გვაქვს, წყალი და დენი, ზამთარში გავიყინე.
ბოლოს დიდი წვიმა რომ იყო მაშინ გაგვიფუჭდა გზა, დავწერეთ განცხადება მოგვივიდა პასუხი, 2024 წლისთვის ვეცდებით გაგიკეთოთო.
შეწყვიტოს ამ საკრებულომ მოსახლეობის გენოციდი.
ეს ანომალიური ბიჯეტი რატომ გინდათ?
პასუხად, საკრებულოს წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ მართალია, ბიუჯეტი კი ახლა მტკიცდება, მაგრამ ბიუჯეტში, შეუძლიათ ცვლილებები მარტშიც განიხილონ.