7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის უკიდურეს სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰში მილიონი ადამიანი ჩავიდა

7 ოქტომბრიდან, ღაზის სექტორის სამხრეთ საზღვარზე მდებარე ქალაქი რაფაჰი იძულებით გადაადგილებულ პირებს ვეღარ იტევს. სამ თვეში, ქალაქში მილიონი ადამიანი ჩავიდა, – ამის შესახებ სააგენტო “ანადოლუს” რაფაჰის პირველმა პირმა – აჰმედ ალ-სოიფიმ განუცხადა.
„ამჟამად ქალაქ რაფაში მყოფთა საერთო რაოდენობა არანაკლებ 1,3 მილიონია, ქალაქის მოსახლეობა დაახლოებით 300 000-ს შეადგენს“, – ამბობს ის.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჰუმანიტარული საკითხთა კოორდინაციის ოფისის ინფორმაციით, ქალაქში იძულებით გადაადგილებულ პირთა უდიდესი ნაკადის შესვლამ კიდევ უფრო გაამწვავა ჰუმანიტარული მდგომარეობა, რადგან რესურსები ისედაც შეზღუდული იყო. გაერო შეშფოთებას გამოთქვამს დაავადებათა გავრცელების მზარდი მაჩვენებლის გამოც. გაეროს ინფორმაციითვე, მრავალ ადამიანს უწევს ღამის ღია ცის ქვეშ გათენება.

ასევე დაგაინტერესებთ

მისასალმებელია, რომ დღევანდელ ხელისუფლებას აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ფუნქცია არამხოლოდ სახელმწიფო პრიორიტეტად მიაჩნია – ამ მიზნისთვის იგი უამრავ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს

ადამიანებზე ზრუნვა არ იყო წინა ხელისუფლების პრიორიტეტი, ჩვენი ხელისუფლების პირობებში 4-ჯერ და მეტად არის გაზრდილი დანახარჯები ჯანდაცვის სფეროში, მოსახლეობის ჯიბიდან გადახდები 2012 წლის შემდეგ 73%-დან 41%-მდე შემცირდა, გრძელდება ყველა წარმატებული ჯანდაცვის პროგრამის განხორციელება