7 მარტს “თბილისი აუთლეტ ვილიჯის” პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მთავარი სატრანსპორტო პარტნიორი “ბენე ექსკლუზივია”

7 მარტს “თბილისი აუთლეტ ვილიჯის” ტერიტორიაზე პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, სტუმრები რეგიონში პირველი აუთლეტ შოპინგის კონცეფციას გაეცნენ,რომლის მთავარი იდეაც შოპინგის დაუვიწყარი გამოცდილების შექმნა და გაზიარებაა.ასევე დაანონსდა, რომ თბილისი აუთლეტ ვილიჯში წარმოდგენილი იქნება 50+ საერთაშორისო ბრენდი და უნიკალური გასტრონომიული სივრცე,ოფიციალური გახსნის თარიღად კი 29 მაისი დასახელდა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ მსოფლიო მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები, საცალო ვაჭრობის პარტნიორები და პროექტის მთავარი მხარდამჭერები.
“ბენე ექსკლუზივი “თბილისი აუთლეტ ვილიჯის მთავარი სატრანსპორტო მხარდამჭერი იქნება. ღონისძიების ფარგლებში კი კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ბასა კოპალიანმა,სტუმრებს თბილისი აუთლეტ ვილიჯთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმები გაუზიარა:
„პირველ რიგში ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ვართ რეგიონული მნიშვნელობის პროექტის თბილისი აუთლეტ ვილიჯის მთავარი სატრანსპორტო მხარდამჭერები. აღნიშნულ პროექტში ბენე ორ ძირითად სერვისს უზრუნველყოფს, პირველი ეს არის ბენე კომფორტი, სადაც უსაფრთხოებისა და სისუფთავის უმაღლესი სტანდარტებით შევქმნით უნიკალურ სავაჭრო გარემოს,ხოლო მეორე ბენე ექსკლუზივი, რაც თავის მხრივ მოიაზრებს რამდენიმე მიმართულებას, ეს არის shuttle bus სერვისი მომხმარებლების კომფორტული გადაადგილებისთვის ქალაქიდან აუთლეტ ვილიჯამდე და პირიქით, VIP მომსახურება პრემიუმ სტუმრებისთვის, ფიქსირებული ავტომობილები ტაქსის პრინციპით, რომლებიც ბაზირებული იქნებიან აუთლეტ ვილიჯის ტერიტორიაზე და თანამშრომლების ტრანსპორტირება მათზე მორგებული გრაფიკით. კომპანიის დაარსების დღიდან ჩვენი მიზანია შევქმნათ კომფორტული უსაფრთხო და ხარისხიანი გარემო ყველა სტუმრისთვის,წლების გამოცდილება პრემიუმ ტრანსპორტირებისა და მომსახურების სფეროში კი ვფიქრობთ, კარგი საფუძველი იქნება ჩვენი სამომავლო თანამშრომლობისთვის. მჯერა,რომ თბილისი აუთლეტ ვილიჯი უნიკალური და სიახლეებით სავსე სივრცე გახდება, როგორც ადგილობრივებისთვის ისე საერთაშორისო ტურისტებისთვის“ – ბასა კოპალიანი, “ბენე ექსკლუზივის” აღმასრულებელი დირექტორი.