7 დემონსტრანტს მოსამართლე კალატოზიშვილმა „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდა 4 ოქტომბრის საქმეზე

მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ე.წ. წინასწარი პატიმრობა შეუფარდა შვიდ დემონსტრანტს (ვლადიმერ გველესიანი, ნიკა გვენცაძე, მამუკა ლაბუჩიძე, გურიელ ქარდავა, ზურაბ ჭავჭანიძე, კონსტანტინე კოკაია, კობა ეპიტაშვილი), რომლებიც 4 ოქტომბრის აქციაზე მონაწილეობდნენ.
გადაწყვეტილება დღეს, 10 ოქტომბერს გამოცხადდა. ამით თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა 46 დემონსტრანტიდან პატიმრობა შეუფარდეს 26-ს – უკლებლივ ყველას, ვისი საქმეც მათ განიხილეს.
ბრალდებულების შესახებ:
· ბათუმელი ვლადიმერ გველესიანი თბილისში ცხოვრობს. 43 წლის კაცი დაოჯახებული არ არის. არც ნასამართლევი ყოფილა. ამჯერად მუშაობს სამშენებლო სექტორში;
· 50 წლის ნიკა გვენცაძე მარკეტერია. წლების განმავლობაში იყო სატელეკომუნიკაცია კომპანია „ჯეოსელის“ (წლების წინ კომპანია „სილქნეტმა“ შეიძინა) მარკეტინგის მენეჯერი. უმაღლესი განათლება აქვს მიღებული და თავადაც კითხულობდა ლექციებს „ჯიპაში“. არც ის არის დაოჯახებული;
· 49 წლის მამუკა ლაბუჩიძე თბილისში ცხოვრობს და სამშენებლო სფეროში მუშაობს. დაოჯახებული არ არის;
· გურიელ ქარდავა ხონის საკრებულოს დეპუტატი 2021 წელს გახდა. ის პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს. მისი ხმა სხდომაზე გარკვევით არ ისმოდა;
· „ბათუმელი მედროშის“ სახელით ცნობილი ზურაბ ჭავჭანიძე 59 წლის არის. ის დაოჯახებულია;
· დაკავებულების ამ ჯგუფს შორის ყველაზე ასაკოვანი 64 წლის კონსტანტინე კოკაიაა. ის დაოჯახებულია;
· 59 კობა ეპიტაშვილი თბილისში ცხოვრობს. არც ის არის ნასამართლევი. ამჯერად მუშაობს სარემონტო სამუშაოებზე.
მასალა განახლდება
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო