7 აპრილს მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი, 7 აპრილს, 13:00 საათზე, გაიმართება.
საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მოწმეთა გამოკითხვა მიმდინარეობს.
წინა სასამართლო სხდომაზე, სასამართლომ ორი სამართალდამცველის ჩვენება მოისმინა. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს.
გამოცემა “ბათუმელების” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ინტერესებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, იურიდიული კომპანოა BLB -ი და მისი უფროსი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი: ადვოკატები გიორგი ხიმშიაშვილი და კახა წერეთელი იცავენ.
გამოძიება მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ბრალი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამაღლობელი 11 იანვარს საპროტესო აქციაზე დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე ნიკოლოზი – შორს არ არის ის დღე, როცა უწმინდესის კანონიზაციის საკითხს დავაყენებთ – წმინდანობის ერთ-ერთი ნიშანია საყოველთაო თაყვანისცემა, რასაც ვხედავთ, არის განკურნების, სასწაულების მოხდენის შემთხვევები