6600 ლარი ხატმწერს, 20 060 ვალების დაფარვას – რა ხარჯები ჰქონდა თეა წულუკიანს

ს ქონებრივი დეკლარაცია ცნობილია – დეკლარაციის მიხედვით, 2023 წელს წულუკიანმა მინისტრის რანგში ანაზღაურების სახით72 600 ლარი მიიღო.
მისმა მეუღლემ, ნუგზარ კაკულიამ კი 44 000 ლარი. ეს უკანასკნელი სსიპ ს სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში პროგრამების განვითარების დარგში კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობს.
დეკლარაციაში ასახულია, რა გასავალი ჰქონდა კულტურის მინისტრს:
· ხატმწერის მომსახურების ხარჯი – 6 600 ლარი;
· ახლო ნათესავის ვალების გასტუმრებაში მონაწილეობის ხარჯი – 20 000 ლარი;
· ოჯახის წევრის საზღვარგარეთ მგზავრობებისა და ყოფნის ხარჯი – 20 060 ლარი.
· სწავლის გადასახადი – 14 635 ლარი;
რაც შეეხება შემოსავალს, წულუკიანი წერს, რომ მან 30 700 ლარი მიიღო. ამ შემთხვევაში განმარტება ასეთია: ახლო ნათესავის მიერ მის სასარგებლოდ აღებული საბანკო სესხის დაფარვა.

ასევე დაგაინტერესებთ