66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! – ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები

მიხეილ დემეტრაშვილი ერთ-ერთია იმ 66 000-ზე მეტი ადამიანიდან, რომელმაც კოვიდპანდემიის დროს გაჩერებული ბიზნესის გამო, დაკისრებული ფინანსური ვალდებულებების შესრულება ვეღარ მოახერხა. მეწარმეს, საგადასახადო ამნისტიის ფარგლებში 450 000 ლარის დავალიანება გაუნულდა.
მთავრობის ინიციატივა გადასახადის გადამხდელ ყველა ფიზიკურ პირს ეხება და იმ აღიარებული ფინანსური ვალდებულების განულებას ითვალისწინებს, რომელიც მათ 2021 წლის პირველ იანვრამდე დაეკისრათ. შემოსავლების სამსახურში ამბობენ, რომ საგადასახადო შეღავათი მოქალაქეებს დაეხმარება, ეკონომიკურ საქმიანობას ისევ დაუბრუნდნენ. ამ დრომდე, საგადასახადო ამნისტიით, ფიზიკურ პირებს, მათ შორის მეწარმეებს 425 მილიონი ლარის დავალიანება ჩამოეწერათ.
დავალიანების ჩამოწერის შემდეგ, უქმდება ის იძულებითი ღონისძიებებიც, რაც მეწარმე სუბიექტებისთვის იპოთეკისა და ქონების დაყადაღებას ითვალისწინებს. საგადასახადო ადმინისტრირების მეთოდოლოგიის სამმართველოში იმ პროცედურებს განმარტავენ, რომლის გავლის შემდეგ შესაძლებელია დავალიანების განულება.
აღიარებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის ინიციატივა, მთავრობას ეკუთვნის. საგადასახადო ამნისტიით სარგებლობა, შემოსავლების სამსახურში შესაბამისი განცხადების წარდგენის შემდეგ არის შესაძლებელი.

ასევე დაგაინტერესებთ

“ვიტყვი, რომ ორივე მხარე, ,,ოცნებაც” და “ნაცებიც” მამაჩემის სახელს წევენ ჩემს გასაშავებლად. მე ვარ ვარდენ, იგივე ვადო მაჭავარიანი, დაბადებული და გაზრდილი თბილისში, წარმოშობით კი სოფელ ჭორვილადან”

წილოსანი: ჩემ­თვის, ალ­ბათ, არ იქ­ნე­ბა მი­სა­ღე­ბი დე­ბა­ტებ­ში შეს­ვლა ასაკ­რძა­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, ხელი მო­ვა­წე­რე ამ პარ­ტი­ე­ბის აკ­რძალ­ვას, მათ არ მი­ვიჩ­ნევ ლე­გი­ტი­მუ­რად