641 საარჩევნო ოლქის მონაცემებით, „ლეიბორისტებმა“ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში 410 მანდატი მოიპოვეს

641 საარჩევნო ოლქიდან მიღებული ოფიციალური შედეგებით, გაერთიანებული სამეფოს “ლეიბორისტულმა პარტიამ”, საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების 33,9%-ით, თემთა პალატაში 410 ადგილი მოიპოვეს, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, „კონსერვატორებს“ ხმების 23,7%-ით 119 მანდატი აქვთ.
„ლიბერალ-დემოკრატებმა“ ხმების 12,3%-ით 71 ოლქში გაიმარჯვეს, ხოლო Reform UK-მა ხმების 14,3%-ი მიიღო, რაც საკანონმდებლო ორგანოში ოთხ მანდატს ნიშნავს.
„კონსერვატიული პარტიის“ წევრებს შორის, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოში მანდატი დაკარგეს თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსი და ყოფილი პრემიერი, ლიზ ტრასიც არიან.
ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფო ამჟამად 650 საპარლამენტო ოლქადაა დაყოფილი.

ასევე დაგაინტერესებთ