იაპონიის ხელისუფლების მიერ დღეს, 3 იანვარს განახლებული მონაცემებით, სულ მცირე 62 ადამიანი დაიღუპა 1 იანვარს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად. 300-ზე მეტი დაშავებულია. მანამდე დადასტურებული იყო 55 ადამიანის სიკვდილი.
7,6 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ნახევარკუნძულ ნოტოზე, იშიკავის პრეფექტურაში მდებარეობდა. მიწისძვრამ ნგრევა და ხანძრები გამოიწვია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მხოლოდ ქალაქ სუზუში სრულად, ან ნაწილობრივ დანგრეულია სახლების დაახლოებით 90%.
მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა იშიკავის მეზობელ პრეფექტურებშიც – ნიიტაგაში, ტოიამაში, ფუკუისა და გიფუში. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 57 000-ზე მეტი ადამიანი. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
დაწერეთ კომენტარი