6:1 – ერთა ლიგის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა

საქართველო-სომხეთი – “დინამო არენაზე” ერთა ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩი ანგარიშით 6:1 საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.
სომხეთის კარში 5 გოლი საქართველოს ნაკრებმა პირველივე ტაიმში გაიტანა, მეორე ტაიმის დასაწყისშივე სხვაობა სომხეთის ნაკრების ფეხბურთელმა ერთით შეამცირა, თუმცა საბოლოო ჯამში, საქართველო-სომხეთის ნაკრებების მატჩი დღეს “ჯვაროსნების” გამარჯვებით 6:1 დასრულდა.
დღესვე უნდა გახდეს ცნობილი, ვისთან მოუწევს ერთა ლიგის პლეი ოფის მორიგი შეხვედრა საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს, ეს ნიდერლანდებისა და ესპანეთის ნაკრებების დაპირისპირების შედეგზეა დამოკიდებული.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: არა, ეს თქვენ გიხარიათ ტროტუარებიდან ხალხის დაჭერა, ცემა, დაწამვლა, დასისხლიანება და ადამიანების უსამართლოდ ცემას და დაჭერას რომ საკუთარ ხელფასს უთანაბრებთ, აი, მაგიტომ ხართ იქ, სადაც ხართ