$60 მილიონის გაყიდვის მიუხედავად ლარი დღესაც გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი დოლარის გაყიდვის მიუხედავად, ლარი აშშ დოლართან კვლავ გაუფასურდა.
17 მაისის ოფიციალური გაცვლითი კურსით, ლარი აშშ დოლართან 0.0273 ლარით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7596 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტა გაუფასურდა ევროსთანაც. 17 მაისის ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 ევროს ღირებულებამ 3.0002 ლარი შეადგინა, რაც წინა დღის ოფიციალურ კურსზე 0.0425 ლარით მეტია.
ლარი უცხოურ ვალუტასთან მიმართებით მკვეთრად გაუფასურდა გუშინაც. 16 მაისის ოფიციალური გაცვლითი კურსით ლარი დოლართან 0.0457 ლარით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7323 ლარი შეადგინა.
გუშინ, ეროვნული ვალუტა გაუფასურდა ევროსთანაც. 16 მაისის ოფიციალური კურსით 1 ევროს ღირებულება 2.9577 ლარით განისაზღვრა, რაც წინა დღის ოფიციალურ კურსზე 0.0572 ლარით მეტი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – საქართველოში 82 უვადო მსჯავრდებულია, აქედან 1 ქალია – დღეს საქართველოში, რამდენიმე ადამიანის გარდა, საპატიმროში აღარავინაა, ვინც 2012 წლამდე იხდიდა სასჯელს, თითქმის ყველამ ამნისტიის შედეგად დაწესებულება დატოვა, გარდა უვადო პატიმრებისა

ომბუდსმენი – გასული წლის მარტის აქციებზე დაკავებულთაგან იშვიათად საუბრობდა ვინმე პოლიციისგან ძალადობაზე – წლევანდელ აქციაზე დაკავებულებიდან კი, პრაქტიკულად, ყოველი მეორე მიუთითებდა, რომ პოლიციამ მათ მიმართ რაღაც ფორმით იძალადა