60% გვექნება, ყველას მოვუწოდებ ს შედეგების აღიარებისკენ – პრემიერი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ დღის ბოლოს ხმების 60% ექნება და ოპოზიციურ პარტიებს ამ შედეგების აღიარებისკენ მოუწოდებს.
ს შედეგების აღიარებისკენ მოვუწოდებთ ყველას… ვაღიარებთ იმას, რასაც ცესკო დადებს. ეს იქნება ოცნების 60%-იანი მხარდაჭერა“, – განაცხადა მან დილის 08:50-ზე, საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ,
ჟურნალისტების კითხვაზე, წინსწრებით როგორ შეუძლია, ასეთი შედეგი ივარაუდოს, პრემიერმა თქვა, რომ ეყრდნობა პარტიის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების და „კარდაკარის” და ასევე კომპანია „გორბის” გამოკითხვის შედეგებს.
სხვა კვლევების მიხედვით, „ქართული ოცნების” მხარდაჭერა დაახლოებით 34-35%-ია და არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებს კოალიციის შექმნის შესაძლებლობა ექნებათ.
ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული საშუალებების გამოყენებით აძლევს. ხმის უფლების მქონე მოქალაქე ბიულეტენზე მოცემული 18 პოლიტიკური პარტიიდან ირჩევს ერთს, რისთვისაც შესაბამისი პარტიის წინ არსებული წრის შიდა სივრცე უნდა გააფერადოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი -ვოლოდიმირ ზელენსკი – უკვე ვიწყებთ სანქციების შემდეგ პაკეტზე ევროკავშირთან მუშაობას – ყველა დაიღალა იმით, რომ რუსეთი მუდმივად ატყუებს მსოფლიოს და ფიქრობს, რომ მოსკოვში ამის გამო არანაირ შედეგს არ მიიღებენ

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკვე ვიწყებთ სანქციების შემდეგ პაკეტზე ევროკავშირთან მუშაობას – ყველა დაიღალა იმით, რომ რუსეთი მუდმივად ატყუებს მსოფლიოს და ფიქრობს, რომ ისინი, მოსკოვში, ამის გამო არანაირ შედეგს არ მიიღებენ