6 წელზე მეტი წლოვანების მანქანების შემოყვანის აკრძალვა ელექტრომობილებს არ შეეხება

6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანის აკრძალვა ელექტრომობილებს არ შეეხება.
ამის შესახებ ნეტგაზეთს გარემოს დაცვის სამინისტროში განუცხადეს. თუმცა, მათივე განცხადებით, აკრძალვა შეეხება 6 წელზე მეტი წლოვანების ჰიბრიდულ მანქანებს.
„ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა აიკრძალება. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა ეს აკრძალვა იმ ავტომობილებს შეეხება, რომელთა ტრანსპორტირება დაიწყება 2026 წლის პირველი აპრილიდან.
„რაც შეეხება 2026 წლის პირველ აპრილამდე შეძენილ და ტრანსპორტირება დაწყებულ ავტომობილებს, ეს ცვლილება არ შეეხება. ასევე ეს ცვლილება არ შეეხება ისეთი ტიპის ავტომობილებს, რომლებიც უკვე საქართველოშია ან ექვემდებარება რეექსპორტს ანუ ქვეყნიდან გაყვანას“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ „რუსთავი 2-თან“.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ