6 მიზეზი, რატომ #არაპიროტექნიკას

,,ჩემი ქალაქი მკლავს” 6 მარტივ მიზეზს ასახელებს, რატომ უნდა ვთქვათ უარი პიროტექნიკაზე:
,,რატომ #არაპიროტექნიკას? 👇
1. ბინძურდება გარემო – ჩვენი კვლევების მიხედვით ახალი წლის ღამეს ჰაერის დაბინძურების დონე ნორმაზე 20 ჯერ მეტია, რაც საგანგაშო მაჩვენებელია, ამ დროს გარეთ სიარულს უნდა მოერიდონ , ბავშვები, ხანდაზმულები, ორსულები, გულის და ფილტვის ავადობის მქონე ადამიანები !
2. ზიანდებიან ადამიანი და უმეტესობა ბავშვები , ყოველწლიურად ათობით ბავშვს უტარდება თითის ამპუტაცია ❗️ 2021 წელს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ადამიანიც დაიღუპა 😔
3. ზიანდება ქონება : იწვება სახლები, ავტომობილები, ავტოფარეხები, ნაძვის ხეები, საწარმოები და ა.შ.
4. ზიანდებიან ჩიტები, რადგან ჩიტებს ღამე ძინავთ , ასეთი მასიური ხმაურის შედეგად ეღვიძებათ და ცდილობენ გაერიდონ ხმაურიან ადგილებს, ამიტომ ფრინავენ მაღლა სტრესულ გარემოში რაც იწვევს გულის გახეთქვას 🥹
5. ზიანდებიან და ეშინიათ შინაურ და გარეულ ცხოველებს : ძაღლებს – კატებს , უმეტი მათგანიც შიშიგან კვდება 🥹
6. ახალი წლის ღამეს 2 წუთში ჰაერში ვისვრით 15 მილიონი ლარის პიროტექნიკას – გვიჭირს , თუ გვილხინს? 🙂
ამ ყველაფრის მერე ისმის კითხვა ავღნიშნავთ რამეს თუ ერთმანეთს და საკუთარ თავებს ვაზიანებთ?
პიროტექნიკის გამოყენება თქვენი არჩევანია რადგან სამწუხაროდ ამას კანონი არ კრძალავს, მაგრამ უკეთესი არჩევანია მისი არ გამოყენებაა, გილოცავთ დამდგეგ ახალ წელს და გავუფრთხილდეთ გარემოს, ჩვენს შვილებს, ცხოველებს და ფრინველებს 🤝
ერთად ვუთხრათ კიდევ ერთხელ #არაპიროტექნიკას”

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ