6 იანვარს აქციები თბილისის გარდა, რეგიონებშიც გაიმართება – დედაქალაქში პროტესტის მონაწილეები მოაწყობენ საშობაო მსვლელობას და ალილოს 6 იანვარს საპროტესტო აქციები თბილისის გარდა, რეგიონებშიც გაიმართება. თბილისში დაგეგმილია საშობაო მსვლელობა და ალილო.
კერძოდ, 16:00 საათზე აქცია სახელწოდებით, “არა რუსული, ძალადობრივი რეჟიმის დამფინანსებლებს“ დაგეგმილია „ვისოლ ჯგუფის“ სათაო ოფისთან.
19:00 საათზე კი მოთხოვნით – “დღის ეთერი ხალხს!” აქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გაიმართება.
19:00 საათზე დაიწყება აქცია პარლამენტთან.
19:00-დან 22:00 საათამდე კი შეგროვდება და დარიგდება საჩუქრები პარლამენტთან.
20:00 საათზე დაიწყება საშობაო მსვლელობა ქაშუეთისკენ სამების საკათედრო ტაძრიდან, ასევე, ჩუღურეთში, წმ. მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიიდან,
საბურთალოზე წმ. კვირიკეს და ივლიტას სამრევლოდან, ვაკის ეკლესიიდან და მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძრიდან.
21:00 საათზე ფერმერების საშობაო ბაზრობა იგეგმება რუსთაველზე
23:59 საათზე კი, რუსთაველის გამზირზე საყოველთაო ალილო შობის ღამეს! გაიმართება.
თბილისის გარდა პროტესტი ასევე გაიმართება შემდეგ ქალაქებში:
17:00 საათზე, ზუგდიდში აქცია “ვაპროტესტებთ რუსულ რეჟიმს!”
სამხარეო ადმინისტრაციის წინ არის დაგეგმილი
ქუთაისში 19:00 საათზე აქცია “კი ევროპას, არა რუსეთს!” მერიის წინ დაიწყება.
ბათუმში 22:00 საათზე, მოქალაქეები ლოზუნგით “ერთად შევხვდეთ შობას!”საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბებიან.