,, 50 წლის რომ ხარ და არც ერთხელ, არც ერთხელ თბილი კაბინეტიდან თავი არ გამოგიყვია…” – ანა დოლიძე

,,ხალხის ძალის” ლიდერი, ანა დოლიძე სოციალურ ქსელშო წერს:
,,ერთი ახლადგამომცხვარი
პოლიტიკოსი თურმე ცდილობს ქულები ააგროვოს ნაცების გინებით. კარგი ბატონო, მაგრამ 50
წლის რომ ხარ და არც ერთხელ, არც ერთხელ
თბილი კაბინეტიდან თავი არ გამოგიყვია, 2012 წლამდე, 30 წლის კაცი რომ
იყავი და ნაცებს დემოკრატიას ასწავლიდი ტრენინგებზე, და ხმას არ იღებდი ქვეყანაზე რა ხდებოდა, არც ერთ საქმეზე ხმა არ ამოგიღია, ეგ როგორ არის პრინციპული პოლიტიკოსობა? როგორ შეიძლება ასეთ პირს მხოლოდ ახლა, ეპიზოდურად გაახსენდეს უფლებები და სამშობლო?
რისკზე მიდიოდა ხალხი, იჭერდნენ, დასდევნენ და არც ერთი სიტყვა არ უთქვამს 8 წელია. გვერდზე კიდევ ნაცების დროს პროფესორების “ჩარეცხვის” ავტორი, შაშკინოზავრი ყავს ამ ვალოდია ჯინჭარაძეს. ნამუსიც კარგი საქონელია.“

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში