საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა პირველ ოფიციალურ შეხვედრაში მასპინძელი რუმინეთი დიდი უპირატესობით, 43:0 დაამარცხა.
ისტორიული შეხვედრა რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონის ფარგლებში სნაგოვში, CSN Elisabeta Lipa-ზე გაიმართა. გიორგი მაისურაძის შეგირდები სრულად დომინირებდნენ და მეტოქეს 7 უპასუხო ლელო გაუტანეს.
პირველ ტაიმში საქართველომ სამი ლელო გაიტანა. თავი ნინო წიკლაურმა, მარიამ ბერანძემ და თეონა ჩიტაიშვილმა გამოიჩინეს. ჩიტაიშვილმა მონაგარს ერთი გარდასახვაც შემატა – 17:0.
მეორე ტაიმში ჩვენი გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო საგრძნობი გახდა რუმინეთს კიდევ 4 ლელო დავუდეთ. 5-5 ქულა ანა კაპანაძემ, ანანო ხაბულიანმა, მანონი საღარაძემ და ლიკა ხუფენიამ მიითვალეს. ჩიტაიშვილმა ამჯერად 4 გარდასახვა გამოიყენა და ისტორიულ მატჩში ისტორიული, პირველი გამარჯვება დააფიქსირა – 43:0.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ანა ხაბულიანი გახდა.
ქალთა რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონი
სნაგოვი (რუმინეთი). CSN Elisabeta Lipa
რუმინეთი – საქართველო 0:43 (0:17)
საქართველო
ხაზი: 15. მანონი საღარაძე, 14. კირა დანელია, 13. ანანო ხაბულიანი, 12. ირმა გულიაშვილი, 11. მარიამ ბერანძე, 10. თეონა ჩიტაიშვილი (კაპ.), 9. სალომე საღარაძე;
შერკინება: 1. ანა რურუა, 2. თამარი მანაგაძე, 3. ანა კაპანაძე, 4. ნათია გავაშელიშვილი, 5. ლიკა ხუფენია, 6. სალომე მაკასარაშილი, 7. ნინო წიკლაური, 8. ანა დათიაშვილი.
მარქაფა: 16. მირანდა სააკიანი, 17. ანასტასია ახვლედიანი, 18. ნინო გოგოლიძე, 20. გურანდა ხიჯაკაძე, 21. თინი გორდეზიანი, 22. ვერო კუნდუხაშვილი, 23. ნინო მეფარიშვილი, 25. ტატა ბუზალაძე.
7 ლელო: წიკლაური, ბერანძე, ჩიტაიშვილი, კაპანაძე, ხაბულიანი, მ. საღარაძე, ხუფენია
4 გარდასახვა: ჩიტაიშვილი
Rugby.ge
· Dato გილოცავთ გოგონებო, იმედია კაცებს დაეწევით რეიტინგში მალე
5-ქალას ისტორია რუმინეთიდან იწყება
15-ქალა | გიორგი მაისურაძემ პირველი ოფიციალური თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა
15-ქალა რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონში ერთვება
15-ქალას დაბადება
15-ქალა რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონში ერთვება
5-ქალას ისტორია რუმინეთიდან იწყება
15-ქალა | გიორგი მაისურაძემ პირველი ოფიციალური თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა




