5 ნოემბერი 13:00 თუმანიშვილის თეატრი – „ფსიქოტროპი“ – დრამატურგია როგორც წამალი ნინია სადღობელაშვილის წიგნის პრეზენტაცია

მწერალი მარიამ წიკლაური:
5 ნოემბერს, დღის პირველ საათზე თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი გვიწვევს მწერლისა და დრამატურგის, ნინია სადღობელაშვილის პიესების პირველი კრებულის, “ფსიქოტროპის”, წარდგენაზე.
Დასწრება თავისუფალია, თუ სურვილი გაქვთ, მობრძანდით, დიდი ხანია, ასეთი სასიამოვნო სიახლით არავინ არსად არ მომიწვევიხართ. ❤️ Წარდგენა თეატრალური ფესტივალის ფარგლებში იმართება.
„ფსიქოტროპი“ – დრამატურგია როგორც წამალი
ნინია სადღობელაშვილის წიგნის პრეზენტაცია
5 ნოემბერი 13:00
თუმანიშვილის თეატრის ფოიე / დასწრება თავისუფალია
„დრამატურგიით დაინტერესება ჩემმა მეგობრებმა განაპირობეს,“ – ასე იწყებს საუბარს ავტორი, რომლის პირველი პიესა სწორედ მეგობრების რწმენამ გააჩინა. „ბამბაზიის სამოთხე“ იყო ის ნამუშევარი, რომელმაც ნინია სადღობელაშვილს სცენაზე გზა გაუხსნა, დღეს კი მისი პიესების უმრავლესობა სხვადასხვა თეატრის სურვილითაა დაწერილი, რომლებიც წარმატებით დაიდგა კიდეც.
ახალი კრებულის დაბეჭდვის იდეაც ისევ მეგობრებიდან წამოვიდა. განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა თანამშრომლობა გიორგი სიხარულიძესთან და იოანე ხუციშვილთან, როლებიც ნინიას თეატრის სამყაროში ერთგვარ სულიერ მეგზურებად ექცნენ. „გულწრფელად ვიტყვი, რომ არა მათი დაჟინებული მხარდაჭერა, ალბათ ვერასდროს გავბედავდი.“ – იხსენებს ავტორი – „თუმცა, ახლა, როცა უკვე ერთად თავმოყრილ წიგნის მასალას ვუყურებ, ისევ ის აზრი მათამამებს, რამაც, საერთოდ, პიესების წერა დამაწყებინა: ესაა იმ თემების, იმ რეალური პროტოტიპების საინტერესოობა და აქტუალობა, ვიზეც და რაზეცაა ისინი შექმნილი. ეს ჩვენი ეროვნულ-კულტურული ისტორიის არქეტიპებია, ის სინამდვილეა, რომელიც დიდი დროის სიღრმიდან ანათებს და დაძაბული მხატვრული ფიქრისთვის იწვევს თანამედროვე ადამიანს. თეატრი კი ის სამყაროა, სადაც ეს ფიქრი ყველაზე ცოცხლად ტრანსფორმირდება. დრამატურგიის ენით მოყოლილი ამბავიც ამ ძალისხმევის ნაწილია და მე მხოლოდ ბედნიერი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, მისი გამტარი ვყოფილიყავი.“
კრებულს „ფსიქოტროპი“ ჰქვია, რადგან ეს სათაური ყველაზე ზუსტად გამოხატავს ავტორის აზრს და განცდას, რომელისთვისაც თეატრი და დრამატურგია წამალია, სულიერი წონასწორობის, შინაგანი სიმშვიდის დაცვაში რომ გვეხმარება და სრულიად ახალ, უცნობ სამყაროში გვამოგზაურებს. ეს კრებული კი მათ ეძღვნებათ, ვინც უხილავად ანთებს სინათლეს სხვებში, ხშირად შეუმჩნევლადაც, მაგრამ გარდაუვალი სიკეთითა და სითბოთი. „ეს ადამიანური ენერგიაა, რომელიც თეატრსაც, მეგობრობასაც და ჩემს წერის გზასაც მუდმივად ასაზრდოებს.“ (ნინია სადღობელაშვილი)
“Psychotropic” – Dramaturgy as a Remedy
“My interest in dramaturgy was sparked by my friends,” begins the author, whose first play was born precisely from their trust and encouragement. “Flannel Paradise” was the work that opened the stage for Ninia Sadghobelashvili, and today most of her plays are written on commission from various theaters—and have been successfully staged.
The idea of publishing a new collection also came from friends. Particularly fruitful was her collaboration with Giorgi Sikharulidze and Ioane Khutsishvili, who became, in many ways, spiritual guides in Ninia’s journey through the world of theater. “Honestly, without their persistent support, I probably would never have dared,” the author recalls. “But now, looking at the collected material in the book, I am encouraged by the same idea why I write plays: the fascination and relevance of the themes, the real-life prototypes on which they are based. These are archetypes of our national and cultural history, realities that shine from the depths of time and call upon the contemporary human mind to engage in intense artistic reflection. Theater is the world in which this thought transforms most vividly. The stories told through dramaturgy are part of this journey, and I am truly grateful to have been able to share them”
The collection is titled “Psychotropic” because the name most precisely captures the author’s perspective and feeling: for her, theater and dramaturgy are a kind of remedy, helping preserve spiritual balance and inner peace while transporting us to entirely new, previously unknown worlds. This collection is dedicated to those who ignite light in others invisibly, often unnoticed, yet with an inevitable kindness and warmth. “It is this human energy that continually nourishes theater, friendship, and my own path as a writer.” — Ninia Sadghobelashvili