5 თვეში საქართველოში 471 ტონა ნაყინი შემოვიდა – 3 წელში იმპორტი 40%-ითაა გაზრდილი

2024 წლის 5 თვეში საქართველოში $2.7 მლნ-ის 471 ტონა ნაყინი (ნაყინი და საკვები ყინულის სხვა სახეობები, კაკაოს შემცველობით ან მის გარეშე) შემოვიდა. მთავარი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთია. მას მოსდევს , საფრანგეთი, პოლონეთი, სომხეთი, , ლიეტუვა გაერთიანებული სამეფო, ბელარუსი, ლატვია გერმანია, ესპანეთი, .
5 იმპორტიორი ქვეყნიდან შემოტანილი ნაყინის რაოდენობა დოლარში შემდეგნაირად გამოიყურება:
თურქეთი – $874 00-ის 153 ტონა ნაყინი;
უკრაინა – $647 000-ის 152 ტონა;
საფრანგეთი – $235 000-ის 27 ტონა;
პოლონეთ – $194 000-ის 11 ტონა;
სომხეთი – $170 000-ის 52 ტონა.
რაც შეეხება ბოლო 3 წლის მონაცემებს, ნაყინის იმპორტი თითქმის 40%-ით გაიზარდა. მთავარი იმპორტიორი წლების მანძილზე, კვლავ თურქეთია.
იმპორტირებული ნაყინის რაოდენობა წლების მიხედვით ასე გამოიყურება:
2021 წელს – $ 968 550-ის ღირებულების 759.50 ტონა;
2022 წელს $4 212 100-ის ღირებულების 897.80 ტონა;
2023 წელს – $5 396 900-ის ღირებულების 1 051.89 ტონა.