48-წლიანი პატიმრობის შემდეგ, აშშ-ში კაცი უდანაშაულოდ ცნეს

ოკლაჰომას სასამართლომ გაამართლა კაცი, რომელმაც ციხეში 48 წელი გაატარა მკვლელობისთვის, რომელიც არ ჩაუდენია – ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, ეს ამ დრომდე ცნობილი ყველაზე ხანგრძლივი უსამართლო პატიმრობაა, – ამის შესახებ BBC წერს.
70 წლის გლინ სიმონსი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში გადამწყვეტი მტკიცებულებები დაცვის მხარეს არ გადასცემია.
“სასამართლო, მკაფიო და დამაჯერებელი მტკიცებულების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ დანაშაული, რომლის გამოც ბატონი სიმონსი გაასამართლეს, განაჩენი გამოუტანეს და დააპატიმრეს, არ იყო ჩადენილი ბატონი სიმონსის მიერ”, – განაცხადა მოსამართლემ განაჩენის გამოცხადებისას.
სიმონსმა, 1974 წელს, ალკოჰოლური სასმელების მაღაზიის ძარცვის დროს მომხდარი მკვლელობის გამო, ციხეში 48 წელი, 1 თვე და 18 დღე გაატარა. 22 წლის ბიჭს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მოგვიანებით, სასჯელი 48-წლიანი პატიმრობით შეეცვალა. გლინ სიმოსი პატიმრობის ბოლო დღემდე ამტკიცებდა, რომ უდანაშაულოა და მკვლელობის დროს ლუიზიანას შტატში, სახლში იმყოფებოდა.
როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, ამ მომენტს “ძალიან, ძალიან დიდი ხანი ელოდა”.
“მომხდარს ვეღარაფერი შეცვლის, მაგრამ შეიძლება პასუხისმგებლობის დაყენება“, – თქვა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი: ვიცი ყველა უბნის პრობლემა, ბოლო წლების განმავლობაში განახლებულია 8 სპორტული დარბაზი, სპორტული მოედანი მოეწყობა თითქმის ყველა უბანში, ასევე, დასრულებულია ტენდერი, რომელშიც გათვალისწინებულია 30-მდე რეკრეაციული სივრცე

ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული საფეხბურთო ცენტრის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს არის ინვესტიცია არა მხოლოდ მაღალი მიღწევების სპორტში, ეს არის ინვესტიცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პაატა ჩადუნელი: მზად ვარ, რომ ხაშურისთვის მაქსიმალური გავაკეთო – ჩვენი გუნდი გააგრძელებს იმ პროექტებს, რომლებიც შექმნის გამართულ ინფრასტრუქტურას მუნიციპალიტეტში