46 წელი არის წლები წამებისა, მაგრამ ეს წამება იყო და არის სასიხარულო – ღვთის ლოცვა-კურთხევა და თქვენი სიყვარული გვაძლიერებდა – პატრიარქი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით, სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა ჩატარდა. წირვას ესწრებოდა თავად პატრიარქიც.
„ქრისტეს მიერ ჩვენო სულიერო შვილებო, 46 წელი არის წლები წამებისა, მაგრამ ეს წამება იყო და არის სასიხარულო. ღვთის ლოცვა-კურთხევა გვაძლიერებდა ჩვენ და თქვენი სიყვარული. ჩვენ მადლობელი ვართ თქვენი სიყვარულისთვის“, – აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.
ილია მეორის აღსაყდრებიდან 46 წელი შესრულდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი: ვიცი ყველა უბნის პრობლემა, ბოლო წლების განმავლობაში განახლებულია 8 სპორტული დარბაზი, სპორტული მოედანი მოეწყობა თითქმის ყველა უბანში, ასევე, დასრულებულია ტენდერი, რომელშიც გათვალისწინებულია 30-მდე რეკრეაციული სივრცე

ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული საფეხბურთო ცენტრის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს არის ინვესტიცია არა მხოლოდ მაღალი მიღწევების სპორტში, ეს არის ინვესტიცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პაატა ჩადუნელი: მზად ვარ, რომ ხაშურისთვის მაქსიმალური გავაკეთო – ჩვენი გუნდი გააგრძელებს იმ პროექტებს, რომლებიც შექმნის გამართულ ინფრასტრუქტურას მუნიციპალიტეტში