46 ფიზიკური პირი და 30-ზე მეტი კომპანია – ბრიტანეთმა რუსეთთან დაკავშირებული კომპანიები დაასანქცირა

46 ფიზიკური პირი და 30-ზე მეტი კომპანია – დიდმა ბრიტანეთმა რუსეთთან დაკავშირებული კომპანიები დაასანქცირა. რომლებიც ასოცირებული არიან დრონებისა და რაკეტების სათადარიგო ნაწილების მწარმოებლებთან, ასევე ელექტრონიკის იმპორტთან. სიაში მოხვდნენ რამდენიმე კომპანიის დირექტორი და მათი ოჯახის წევრები.
სანქციებს დაექვემდებარა “სოიუზის” სამეცნიერო-ტექნიკური კომპლექსის მფლობელის, მკრტიჩ ოქროიანის მთელ ოჯახი. “სოიუზი” აწარმოებს ძრავებს რუსული რაკეტებისთვის, რომლებსაც უკრაინის წინააღმდეგ იყენებს.
სანქციები დაეკისრა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში დაფუძნებულ ოთხ კომპანიასაც. ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, ეს კომპანიები რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ნავთობით ვაჭრობაში დაეხმარნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ადგილობრივი არჩევნები 12 კვირაში გაიმართება – მოვინიშნოთ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ევროკომისრის პოზიცია, როგორც, ამ საარჩევნო ციკლში, ბრიუსელის პირველი ჩარევა საქართველოს არჩევნებში, მისი ჩაშლის მიზნით

კახა კალაძე – მეტროს ვაგონების ჩანაცვლებისთვის ტენდერი დასრულებულია – გამარჯვებული კომპანია „ჯითი გრუპი“ „სი არ არ სის ჩინეთთან“ თანამშრომლობით, 5 წლის განმავლობაში დედაქალაქს 111 ვაგონს მიაწვდის