ოკუპანტის ტყვეობაში მყოფი, ქართველი მებრძოლი მამუკა გაწერელია, რომელსაც უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი, უკვე 2 თვეა ოჯახთან კონტაქტზე არ გამოსულა:
“2 თვის უკან, აღდგომაზე გამოაგზავნა ბოლო წერილი, ორგანიზაცია “მემორიალის” საშუალებით. წერდა, რომ ახლა უკეთესად ვარო. ზურგი ჰქონდა დაზიანებული და ვცდილობ წონაც მოვიმატოო. 40 კილო იყო ბოლოს რომ ნახეს ადვოკატებმა. იმის მერე არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. წერილები თვეში ორჯერ მაინც მოდიოდა და ახლა 2 თვეა არაფერი არ მიგვიღია და ვნერვიულობთ” | ამბობს გაწერელიას დედა “ფორმულას” ეთერში
რუსეთმა ქართველ მებრძოლს უვადო პატიმრობა 2024 წლის თებერვალში მიუსაჯა. გაწერელია ტყვედ 2022 წლის 20 მაისს, “აზოვსტალის” დატოვების დროს ჩავარდა. გაწერელიების ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია