40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ტენდერში კომპანია „თეგეტა ჰოლდინგმა“ გაიმარჯვა

18-მეტრიანი 40 ერთეული ავტობუსის შესყიდვის ტენდერი დასრულებულია. ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ ჰოლდინგია“. ამის შესახებ თბილისის მერმა მ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, გამარჯვებული კომპანია „“ ერთი წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტს MAN-ის მარკის 40 ერთეულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე 18-მეტრიან ავტობუსს მიაწოდებს.
„ჩვენ, თავდაპირველად, 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი უნდა შეგვეძინა, თუმცა ფინანსების გამო, გასულ წელს მხოლოდ 160 ერთეული შევისყიდეთ. წელს გამოცხადებული გვქონდა დარჩენილ 40 ერთეულ ავტობუსზე ტენდერი. გვყავს გამარჯვებული კომპანია – „თეგეტა ჰოლდინგი“, რომელიც მოგვაწვდის გაზზე მომუშავე MAN-ის მარკის ავტობუსებს. შესყიდული ავტობუსები, ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა მოგვაწოდონ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც დედაქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსების ნაწილი შემოვიდა, უფრო მეტი მგზავრის გადაყვანა ხდება, სამომავლოდ კი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება.
„ჩვენი პოლიტიკის მიზანია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ კომფორტული, ყველასთვის ხელმისაწვდომი და მოქალაქეებს გაჩერებაზე დიდხანს ლოდინი არ უწევდეთ. 18-მეტრიანი ავტობუსები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დღის განმავლობაში უფრო მეტი მგზავრი გადავიყვანოთ, რადგან ვხედავთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება გაზრდილია. ვფიქრობ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს ტრანსპორტით სარგებლობა. ჩვენ ამისთვის ყველანაირად მომზადებული უნდა ვიყოთ – გვყავდეს გამართული ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო. ამიტომ არის ჩვენი ყურადღება მიმართული იმისკენ, რომ ეს კომპონენტი რაც შეიძლება მალე მოწესრიგდეს“, – განაცხადა თბილისის მერმა.