4-5 ივლისს Expo Georgia საქართველოს ენერგეტიკის გამოფენას და ფორუმს – GEEF 2024 უმასპინძლებს

4-5 ივლისს, თბილისში, საგამოფენო ცენტრ ExpoGeorgia-ს მე-11 პავილიონი, საქართველოს ენერგეტიკის გამოფენას და ფორუმს (Georgia Energy Exhibition and Forum – GEEF 2024) უმასპინძლებს.
ორდღიანი ღონისძიების ორგანიზატორი ExpoGeorgia, თანაორგანიზატორები კი Greda-ს და Invest In Network-ი არიან.
საგამოფენო ცენტრის გავრცელებული ინფორმაციით, გამოფენას და ფორუმს ოფიციალურად 10:00 საათზე ექსპო ჯორჯიას დირექტორი რესან ქიქავა, ასევე ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე, საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი და Invest In Network-ის დირექტორი ინესა შაჰნაზაროვა გახსნიან.
„საერთაშორისო გამოფენა მნიშვნელოვანი პლატფორმაა კომპანიებისთვის პროდუქტების და მომსახურებების წარსადგენად და საქმიანი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. მასში მონაწილეობას იღებენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კომპანიები: Shine Energy, Rey Energy, Intellcom-group, Copter Tech, Enovus Frosio Next , Ecoville Georgia, Geo Energy, CINK Hydro-Energy, Shtigen, Parvus Consulting , Step Energy, VDC, Sakcable, Solar Ener.ge, Zerone Electrics, Borusan Makina, Industrial Electronics Company, Solar Valley და სხვა.
პარალელურად ორი დღის განმავლობაში იმართება ენერგეტიკის საერთაშორისო ფორუმი, აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირების, დარგის ასოციაციის ხელმძღვანელების, დონორი ორგანიზაციების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების და კომპანიების წარმომადგენლების, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით“, – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ორი დღის განმავლობაში ფორუმის სპიკერები შემდეგ თემებს შეეხებიან:
– 360 გრადუსიანი პერსპექტივა: საქართველო მწვანე ენერგიაზე გადასვლის გზაზე
– განახლებადი ენერგიის დაფინანსება
– მზის ფო­ტო­ვოლ­ტა­ი­კუ­რი სის­ტე­მე­ბი­სა და შე­ნახ­ვის სა­წყი­სი ნაბი­ჯე­ბი
– ქარის ენერგიის წარმატების მასშტაბირება
– ჰიდროენერგიის პოტენციალის მაქსიმალიზაცია