4 (17) ნოემბერი – წმიდათა და მართალთა ქრისტეს საფლავისათა: იოანე, სტეფანე და ესაია ქართველთა საკრძალთა თაყვანისცემა

წმიდა იოანე, სტეფანე და ესაია ქართველების შესახებ ცნობები მხოლოდ საეკლესიო კალენდარმა შემოგვინახა.
წმიდანთა დასში მართლად იწოდებიან ის ქრისტიანები, რომელთაც მთელი ამქვეყნიური ცხოვრება ღვთის დიდებასა და ერის სამსახურში გალიეს. მათი ცხოვრება თავის თავში იტევს ღირსი და ღმერთ-შემოსილი მამების, აღმსარებლებისა და მოწამეების ღვაწლს.
საქართველოს ეკლესიაში გაბრწყინებულ წმიდანთა შორის სულ ოთხი წმი მართლის წოდებითა და ღვაწლით კანონიზირებული. მათ შორის – ყველასათვის კარგად ცნობილი, ერის მამად და უგვირგვინო მეფედ წოდებული ილია ჭავჭავაძე და დრო-ჟამისა და ჩვენი უდებების გამო დავიწყებული წმიდანები: იოანე, სტეფანე და ესაია ქართველები. მათ ხსენებას საქართველოს სამოციქულო ეკლესია უკვე რამდენიმე საუკუნეა აღასრულებს.
როგორც მეცნიერები და მკვლევრები ვარაუდობენ, წმიდანები იერუსალიმში მოღვაწეობდნენ და იყვნენ ქრისტეს საფლავის საპატიო მცველები.
„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.