“4 წელიწადში, სუროგაციით დაბადებული ბავშვების რაოდენობა თითქმის გაორმაგებულია” – დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებს რეპროდუქციასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ინფორმაციის ასახვა ერთიან რეესტრში მოუწევთ

გამოყენებული ქსოვილების, უჯრედების, ემბრიონების, მათ შესახებ მონაცემებისა და კონტაქტში მყოფი მასალების მიკვლევადობის მიზნით, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისის მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებული იქნება, რეპროდუქციასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ინფორმაცია ერთიან ეროვნულ რეესტრში ასახოს.
“მასალების ერთიან რეესტრში აღრიცხვის საკითხი, მნიშვნელოვანია როგორც მომსახურების ხარისხის, ისე საზედამხედველო ორგანოების უფლებამოსილებათა შესასრულებლად. აღსანიშნავია, რომ რეპროდუქციასთან დაკავშირებული საქმიანობის ერთიანი ეროვნული რეესტრის ამოქმედება, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებთან არის შესაბამისობაში.
ცვლილებამდე, დაწესებულებებს, მსგავსი ვალდებულება არ ჰქონიათ, შესაბამისად, შეუძლებელი იყო აღნიშნული სამედიცინო მასალების მიკვლევადობა. სიახლის საჭიროება კიდევ უფრო აქტუალური გახდა ბოლო წლებში, როდესაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით და, მათ შორის საქართველოშიც, სულ უფრო იზრდება იმ პირთა რაოდენობა, ვინც რეპროდუქციის მიზნებისთვის მედიცინის დახმარებას საჭიროებს“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თუ 2018 წელს, მხოლოდ სუროგაციით გზით დაბადებულ ახალშობილთა რიცხვი, დაახლოებით, 500 იყო, 2022 წელს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა და 1000-ს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისს 19 დაწესებულება ახორციელებს.
სიახლე ძალაში 2024 წლის იანვრიდან შედის.
ინფორმაცია პირადი მონაცემებთან დაკავშირებული ყველა წესის დაცვით დამუშავდება, მათ კონფიდენციალურობას ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს. უწყების ცნობით, მონაცემები მიუწვდომელი იქნება ყველა სხვა მესამე პირისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი: ვიცი ყველა უბნის პრობლემა, ბოლო წლების განმავლობაში განახლებულია 8 სპორტული დარბაზი, სპორტული მოედანი მოეწყობა თითქმის ყველა უბანში, ასევე, დასრულებულია ტენდერი, რომელშიც გათვალისწინებულია 30-მდე რეკრეაციული სივრცე

ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული საფეხბურთო ცენტრის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს არის ინვესტიცია არა მხოლოდ მაღალი მიღწევების სპორტში, ეს არის ინვესტიცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პაატა ჩადუნელი: მზად ვარ, რომ ხაშურისთვის მაქსიმალური გავაკეთო – ჩვენი გუნდი გააგრძელებს იმ პროექტებს, რომლებიც შექმნის გამართულ ინფრასტრუქტურას მუნიციპალიტეტში