ყოფილი პარლამენტარი, მაია ნადირაძე:
,,ძალიან მარტივად არის საქმე – მოხვალთ 4 ოქტომბერს რუსთაველზე, ყველა ვისაც ქოცობა გძულთ და მოვიგებთ.
არ მოხვალთ და იქნებით რუსეთის გუბერნიაში.
არ უნდა ახლა ამას ჭკვიანური გამონათქვამები, საერთაშორისო პოლიტიკის წიაღსვლები და იქიდან გამომდინარე “ვერდიქტების” ფრქვევა.
“4-ში არაფერი მოხდება” ხალხი მინდა დაფიქრდეთ, ბოლოს როდის გაარტყით სასიკეთო პროგნოზი?!
აბა, დაფიქრდით!
– მაშინ როცა 2012-ში ბიძინას ხაზავდით და დემოკრატიას აშენებდით?! დააქციეთ ქვეყანა.
– მაშინ როცა, მალევე ხიხოსტანიდან გამოქცეულები ახალგამოჩეკილ პარტიას შეაფარეთ თავი და გამარჯვებას დაგვპირდით?! დაგამიწათ ხიხომ.
– მაშინ როცა პარლამენტში შეცვივდით, შიგნიდან უნდა დავამარცხოთო?! – დაგშალათ, მოგისყიდათ, დაგაძაბუნათ და გაგაუქმათ
– მაშინ როცა, მოღალატე სალომეს შეუვარდით წელში და უკვე იძახდით,მოვიგეთო?! ციხეში გამოამწყვდია თქვენი ფალავნები.
როდის იყავით კასანდრები, ნოსტრადამუსები და ჩერჩილები?!
არც გსაყვედურობთ და არც დაგცინით. უბრალიდ უმორჩილესად გთხოვთ, დაანებეთ თავი პროგნოზების კეთებას. სტატისტიკა ამბობს, რომ არაა ეგ თქვენი ძლიერი მხარე.
უბრალოდ, მოდით!
თუ არ მოხვალთ, ნიჰილიზმს მაინც ნუ დანერგავთ იმ ხალხში, რომელიც წარუმატებლობას უფრო ადვილად იჯერებს, ვიდრე წარმატებას. 13 წლიანმა წარუმატებლობამ დაღი დაასვა ჩვენ ფსიქიკას.
აი, რაღაც იმის მსგავსი, ქოცებს რომ მარცხის სუნი ეცათ და უნებურად, სააკაშვილის გარდა სხვა გვარს ვეღარ ამბობენ.
მოდით 4 ოქტომბერს რუსთაველზე.
ნუ ჭმუნავთ და ნუ გეშინიათ. უბრალოდ იდექით და იმხიარულეთ.
არ გამოტოვოთ ის, რასაც სხვა დროს ვეღარ დაესწრებით.
ეს არის განუმეორებელი ემოცია.
მოდით 4 ოქტომბერს რუსთავეზე და დროშები წამოიყოლეთ.
P.S. ამ კადიროველმა “ ლომებმა” არ შეგაშინოთ. ეგენი ქოცბობოლებს საკუთარი გვამების დასაცავად სჭირდებათ.
100 ათას ქართველს ახლოს არ გაეკარებიან. ჰა,ჰა, მაგათ და გდდ-მ დააყარონ ერთმანეთს. ესეც კარგი სანახაობა იქნება”
