4 ქვეყანა, სადაც საქართველომ ელჩები შეცვალა – მათ შორის, ჩინეთი და ისრაელი

ისრაელში, ჩინეთში, იორსა და ქუვეითში საქართველომ ელჩები შეცვალა. ირაკლი ღარიბაშილი დღეს ახალ ელჩებს შეხვდა.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზაზა კანდელაკი წლების მანძილზე მუშაობდა საჯარო სამსახურში. ასევე, ის მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიაში, თბილისის სახელმწიფო მუზეუმში, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატში. იყო საქართველოს პარლამენტის წევრიც. სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროშიც და საქართველოს დიპლომატიურ მისიებში საზღვარგარეთ, იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში და უნგრეთში.ს სახელმწიფოში ელჩად დანიშვნამდე, ზაზა კანდელაკი იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში.
მთავრობის ინფორმაციით, ნოშრევან ლომთათიძე 2021 წლის ივნისიდან დღემდე მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე.
საქართველოს ახალი ელჩი ეყოლება ჩინეთშიც. პაატა კალანდაძე, რომელიც მანამდე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო. მთავრობის ინფორმაციით, კალანდაძე სხვადასხვა წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთისა და ს რესპუბლიკებსა და ისრაელის სახელმწიფოში.
ძულიაშვილი მანამდე იყო ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ასევე, აზიისა და წყნარი ოკეანეთისთვის გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ კომისიაში (ESCAP) საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი. იყო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ეკავა ქუვეითის სახელმწიფოში, ს სამეფოში, ბაჰრეინის სამეფოში, კატარის სახელმწიფოში, ომანის სასულთნოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩევლის პოზიცია.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – რუსულ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ ექნება – გელოდებით ხვალ რესპუბლიკის მოედანზე, რათა ერთად გავათენოთ ღამე ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი შვილების ევროპული მომავლისთვის, რომლის მოპარვასაც ბიძინა ივანიშვილი ცდილობს