4 ქვეყანა ითხოვს სანქციებს და საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას – გრეგოროვა

ევროპარლამენტარი, მარკეტა გრეგოროვა “მთავარ არხთან” ამბობს:
“მე ვიცი, რომ ოთხი ქვეყანა – , ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი მოითხოვენ სანქციებს, ისევე როგორც ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას “უცხოელი აგენტების” კანონის საპასუხოდ, თუმცა ვიცი, რომ მათ უმრავლესობის მხარდაჭერა არ აქვთ. მე იმედი მაქვს, რომ საბჭო ივლისში გაუგზავნის ძალიან ძლიერ სიგნალს საქართველოს მთავრობას და გარკვეულ ზომებს გაატარებს კიდეც. მე ვფიქრობ, რომ მიზნობრივი სანქციები არის ერთ-ერთი მეთოდი. საერთოდ, ვთვლი, რომ შემაშფოთებელი არის არა მხოლოდ “უცხოელი აგენტების” კანონი, არამედ ასევე კანონი საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ, რაც ფაქტობრივად რუს ოლიგარქებს მისცემს საშუალებას, გაექცნენ სანქციებს. ასე რომ, ეს კანონები აჩვენებენ ძალიან შემაშფოთებელ ტენდენციას და იმას, რომ საქართველო სკენ იხრება. ალბათ ასევე იმას დავამატებ, რომ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილება არის დემოკრატიის მნიშვნელოვანი დაღმასვლა, რადგან ვენეციის კომისია ამბობს, რომ ასეთი ხშირი ცვლილება საარჩევნო კოდექსში საფრთხეს უქმნის და აზიანებს საარჩევნო პროცესის სანდოობას”.