4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს

4 ოქტომბრის საქმეზე დააკავეს კიდევ ერთი ადამიანი, სახელის და გვარის ინიციალებით — გ.ქ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში ატარებენ შესაბამის ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს იმ პირების გამოვლენისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც 4 ოქტომბერს თბილისში ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს. სამართალდამცველები აგრძელებენ მოპოვებული მტკიცებულებების კომპლექსურ შესწავლას, რათა დანაშაულში მონაწილე ყველა პირის მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომები გატარდეს“, — აცხადებს .
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ამ დროისთვის, ჯამში, დაკავებულია 46 ადამიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს