4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, კიდევ ერთი პირი, ნ.ს დააკავეს.
„სამართალდამცველები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მიცემის მიზნით“, – ნათქვამია -ს განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ცოტა ხნით ადრე შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია 4 ადამიანის დაკავების შესახებ. 13 ადამიანი დააკავეს გუშინ, 6 ოქტომბერს. ამ დროისათვის აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჯამში დაკავებულია 23 ადამიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

4 ოქტომბრის აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულის ადვოკატი – ვახტანგ ფიცხელაური სასამართლოს მიაწოდებს ინფორმაციას მის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარასთან დაკავშირებით

პოლიციის მიერ აქციის მონაწილეებისთვის გზის გახსნისკენ მოწოდების შემდეგ, მომიტინგეთა იმ ნაწილმაც, რომელსაც მანამდე ტროტუარი ეკავა, გზაზე გადაინაცვლა, პოლიციამ კი ტერიტორია დატოვა – ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილია