4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული – მთავარ სამმართველოში ადგილი ჰქონდა ცინიზმს, თუ ვინმეს რაიმე მოადგა პირზე, ყველაფერი მითხრეს, გინება, მუქარა

როდესაც მთავარ სამმართველოში მიმიყვანეს, თუ არ ვცდები დგებუაძე იყო, ვის კაბინეტშიც ვიყავი, ადგილი ჰქონდა ცინიზმს. თუ ვინმეს რაიმე მოადგა პირზე, ყველაფერი მითხრეს, გინება, მუქარა… ბოდიში და „გიხმართო“, – ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულმა თორნიკე მჭედლიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისივე თქმით, ასევე ადგილი ჰქონდა ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას.
„ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია“, – აღნიშნა მჭედლიშვილმა.
მისივე თქმით, მისი იტერესი და იდეა არ ყოფილა დარბევა და ძალადობა.
“ჩემი იტერესი არ ყოფილა დარბევა და ძალადობა. ჩემი მოქმედება იყო განზრახული ადამიანის გადასარჩენად, ეს აქციის წევრი იქნებოდა, თუ პოლიცია. როდესაც ვუშველე აქტივისტს, რამდენიმე წუთში ვუშველე პოლიციელს, სასწრაფოსთან მივიყვანე”, – აღნიშნა მჭედლიშვილმა.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული ბრალდებულების: თორნიკე მჭედლიშვილის, აბო ნავერიანის, ევა შაშვიაშვილის და დავით სტურუას პროცესი მიმდინარეობს.
ადვოკატმა მოსამართლის, ლელა მარიდაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.