არ გატყდეთ, ბრძოლა ბოლომდე! გამარჯვებამდე! , – ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულის, დავით სტურუას გზავნილშია აღნიშნული, რომელიც მისმა ადვოკატმა გაასაჯაროვა.
ის, მოქალაქეებს გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის.
“არ ინერვიულოთ, ყველაფერი მაგრად იქნება. არ გატყდეთ, ბრძოლა ბოლომდე! გამარჯვებამდე! მადლობა გვერდში დგომისთვის. მიყვარხართ და მეამაყებით”,- აღნიშნავს სტურუამ.
შეგახსენებთ, სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულ პირებს: თორნიკე მჭედლიშვილს, აბო ნავერიანს, ევა შაშვიაშვილს და დავით სტურუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.აღნიშნული გამოძიების ფარგლებში 23 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, 18 სამოქალაქო აქტივისტია, 5-ს კი მათ შორის, აქციის ორგანიზატორობა ედება ბრალად. შსს-ს ცნობით, 3 პირი მიმალვაში იმყოფება.
