4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული დავით ჟღენტი სასამართლოს – კეთილი სურვილით მივედი, ბუშტებით, მცემეს და მიჭერენ 6 წლით

კეთილი სურვილით მივედი, ბუშტებით. მცემეს და აქეთ მიჭერენ 6 წლით , – ამის შესახებ , 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულმა, დავით ჟღენტმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
დღევანდელ სხდომაზე სასამართლო დაკავებულების – ალექსანდრე გოგოლაძის, დავით ჟღენტის, გიორგი რურუას, კახაბერ მჟავანაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში 23 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, 18 სამოქალაქო აქტივისტია, 5-ს კი მათ შორის, აქციის ორგანიზატორობა ედება ბრალად. -ს ცნობით, 3 პირი მიმალვაში იმყოფება.