4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული დავით ჟღენტი – დაკავებისას მცემეს

დაკავებისას მცემეს! ერთი გდდ-ს თანამშრომელი იყო, მეორე კი მგონი, პრეზიდენტის დაცვა, – ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულმა დავით ჟღენტმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მან უფლებების დარღვევაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მის მიმართ ფიზიკურ ძალადობას ადგილი ჰქონდა, როგორც დაკავებისას, ისე დაკავების შემდეგ.
ამასთან, აღნიშნა, რომ წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში კიდევ 4 ბრალდებულის: ალექსანდრე გოგოლაძის, დავით ჟღენტის, გიორგი რურუას, კახაბერ მჟავანაძის სასამართლო მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. სახელმწიფო ბრალდება ოთხივე მათგანის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში 23 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, 18 სამოქალაქო აქტივისტია, 5-ს კი მათ შორის, აქციის ორგანიზატორობა ედება ბრალად. -ს ცნობით, 3 პირი მიმალვაში იმყოფება.