4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული კახაბერ მჟავანაძე სასამართლოს – როდესაც პრეზიდენტის სასახლესთან მივედი, მხოლოდ ჭიშკარი იყო, ღობე წაქცეული იყო – არ მიმიყენებია პოლიციელებისთვის შეურაცხყოფა

როდესაც მივედი პრეზიდენტის სასახლესთან, მხოლოდ ჭიშკარი იყო, ღობე წაქცეული იყო , – ამის შესახებ 4 ოქტომბრის ფარგლებში დაკავებულმა, კახაბერ მჟავანაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მას ისეთი არაფერი ჩაუდენია, რომ სასჯელი შეეფარდოს.
“როცა მივედი პრეზიდენტის სასახლესთან, მხოლოდ ჭიშკარი იყო, ღობე წაქცეული იყო. ზოგი გაზის ზემოქმედების ქვეშ იყო, ზოგი გარბოდა. ვეჯაჯგურებოდი ჭიშკარს. შესვლა თუ ვინმეს უნდოდა, შევიდოდი, ღობე წაქცეული იყო.
ყველგანაა კადრები. ორბელიანის მოედანზე არ მიმიყენებია პოლიციელებისთვის შეურაცხყოფა, არც ის ვიცი, ცეცხლი ვინ დაანთო. ზუსტად 5 წუთში მოხდა ეს ყველაფერი. მერე უკან გამოვბრუნდი. 5 წუთი ვიმყოფებოდი სასახლესთან…..20 წამი ვეჯაჯგურებოდი, კი. თუ ამის გულისთვის 4 წლით მიშვებთ ციხეში, არ ვიცი, რა უნდა ვთქვა.
არ მქონია არც ქუდი, არც კეპი, არ ვაპირებდი ისეთი რაიმეს გაკეთებას, რომ სასჯელი შემფარდებოდა. დამალვა გამორიცხული იყო და არის”,- აღნიშნა კახაბერ მჟავანაძემ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში კიდევ 4 ბრალდებულის: ალექსანდრე გოგოლაძის, დავით ჟღენტის, გიორგი რურუას, კახაბერ მჟავანაძის სასამართლო მიმდინარეობს.დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.სახელმწიფო ბრალდება ოთხივე მათგანის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.აღნიშნული გამოძიების ფარგლებში 23 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, 18 სამოქალაქო აქტივისტია, 5-ს კი მათ შორის, აქციის ორგანიზატორობა ედება ბრალად. -ს ცნობით, 3 პირი მიმალვაში იმყოფება.