4 ოქტომბერი იყო უსამართლობის, უსინდისობის, კორუფციის, ღირსების შელახვის, დამცირების გამოძახილი – ირაკლი ნადირაძე

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ პატიმრობაში დატოვა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთა ნაწილი: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, , ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე, ირაკლი შაიშმელაშვილი, თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე, გური ჟვანია და ირაკლი ჩხვირკია.
ბრალდებულთა ნაწილმა სიტყვის უფლებით ისარგებლა და მიმართა როგორც მოსამართლეს, ისე დამსწრე საზოგადოებას. მათ შორის იყო “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირაკლი ნადირაძე, რომელმაც იმ მიზეზებზე ისაუბრა, რამაც, მისი თქმით, საზოგადოება 4 ოქტომბრის პროტესტამდე მიიყვანა.
ნადირაძეს მოსამართლემ რამდენჯერმე შეაწყვეტინა სიტყვა და სთხოვა, უშუალოდ საქმესთან დაკავშირებით ესაუბრა. ნადირაძე ამბობდა, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების აღწერა და შეფასება პირდაპირ კავშირშია 4 ოქტომბრის აქციასთან, შესაბამისად – მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან.
“გამომდინარე იქიდან, რომ ყველანაირი კომუნიკაცია გარე სამყაროსთან აკრძალული მაქვს, პირველ რიგში, მოვიკითხავ ყველა პოლიტიკურ პატიმარს, სინდისის პატიმარს. განსაკუთრებით პატივისცემა ჩემი სინდისის პატიმრების მშობლებს, მათი ოჯახის წევრებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში იბრძვის, დიდი შემართებით, შეუპოვრობით, ჩვენი ქვეყნის ღირსების დასაცავად, თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის. რაც მინდა რომ გითხრათ: დღეს არის 26 ნოემბერი და ორ დღეში ერთი წელი ხდება იმ ავბედითი დღიდან, 28 ნოემბრიდან, როდესაც პრემიერად წოდებულმა ირაკლი მ დაგვიანონსა, რომ თურმე, ქვეყანა აღარ წავა ევროპისკენ და ქვეყანა წავიდოდა აბსოლუტურად გაურკვეველი მიმართულებით და ეს გაურკვეველი ვითარება, მიმართულება, რა თქმა უნდა, იყო სკენ. არ გვაკმარეს 26 ოქტომბერი, გაყალბებული , როდესაც ქვეყანა გაიყვანეს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და მიიტაცეს ხელისუფლება, 28 ნოემბერს მეორედ დაამხეს კონსტიტუცია, როდესაც გვითხრეს, რომ ქვეყანა აღარ წავიდოდა ევროპისკენ. ანუ, ჩვენ მივიღეთ ისეთი მოცემულობა, როდესაც, თუ ვინმემ დაარღვია კონსტიტუცია და გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, ეს იყო ქართული ოცნება და და დიახ, ამ დღეს საბოლოოდ დაინახა როგორც ქართულმა საზოგადოებამ, ასევე საერთაშორისო საზოგადოებამ, რომ ბიძინა ივანიშვილმა […] ქვეყანა არა ევროკავშირში და NATO-ში შეეყვანა და მართლა გასაოცარი წელი ჰქონოდა საქართველოს და მოსახლეობა ყოფილიყო აყვავებული, არამედ ეტაპობრივად გაენადგურებინა ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი გადავეკიდებინეთ და ჩამოგვეშორებინა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და ნაბიჯ-ნაბიჯ, მოსკოვში, კრემლში დაწერილი სცენარით ამ ქვეყანაში დაემყარებინა დიქტატურა. ანუ, ერთი მხრივ, ჩვენ გვყავს ამ ქვეყანაში მოსახლეობა, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში არის უკიდურეს გაჭირვებაში, სიღარიბეში, გვეუბნებიან, რომ აქ ვერ იპოვა მისი ადგილი, ქვეყნიდან უნდა წავიდეს, გაიქცეს, აქ მშვიდობიანი ადამიანები, პენსიონერებს პენსია არ ჰყოფნით, გაძვირებულია პროდუქტები, მედიკამენტები, უმუშევრობა პიკია და ამ დროს […] ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებიც უკიდურეს მდგომარეობაში არიან, მეორე მხრივ, ე.წ. მთავრობა, რომელიც მშვიდად აგროვებს ოქროს ზოდებს, მილიონებს, მილიარდებს და თან დაგვცინიან. დიახ, წლების განმავლობაში ებრძოდა პოლიტიკურ პარტიებს […] ებრძოდა თავისუფალ მედიას, სამოქალაქო აქტივისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ახლა განათლების სისტემას მიადგნენ და უნდათ, რომ ჩვენი შვილები საერთოდ გაუნათლებლები დარჩნენ და მათ შვილების აუკეთესო ევროპულ ინსტიტუტებში აგრძელებენ სწავლას – ჩარტერული რეისებითაც ჩაჰყავთ შვილები, მაგალითად ღარიბაშვილს […] 4 ოქტომბერი იყო აი, ამ უსამართლობის, ამ უსინდისობის, ამ კორუფციის, ღირსების შელახვის, დამცირების გამოძახილი. ჩვენი, აქ მყოფი თითოეული ადამიანის ბრძოლა იყო და არის გულწრფელი ბრძოლა. ამიტომ, არ გვიდა არავის, რომ იყოს ეს კორუფცია, ეს უსამართლობა, ეს ღირსების შემლახველი ქმედება, ეს დამცირება და არავის არ გვინდა გარუსება, მოკლედ რომ ვთქვათ. 4 ოქტომბერი ,ეს იყო ბრძოლის დღე. თავისუფლებისთვის, ჩვენი ღირსებისთვის, ბრძოლის დღე. ამას, რა თქმა უნდა, ჰქონდა თავისი უარყოფითი ასპექტებიც. ისეთი, როგორიც იყო უამრავი ახალი პოლიტიკური პატიმარი, სინდისის პატიმარი და ეს ძვირფასი ადამიანები, ღირსეული ადამიანები – მართლა დღეს გავიცანი ეს ადამიანები -, თავისი სამშობლოს სიყვარულის გამო ზიან ისინი. ეს არის, რა თქმა უნდა, უარყოფითი ასპექტი, რომ ბევრი პოლიტიკური და სინდისის პატიმარი დაგვემატა და მეორე არის იმედგაცრუება: იმდენად აქვთ ყელში ამოსული ჩვენს მოქალაქეებს ეს გაჭირვება, სიღარიბე, უმუშევრობა, დამცირება, უსამართლობა, რომ იმ დღესვე უნდოდათ დამთავრებულიყო და მესამე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია – მთელი ერთწლიანი პროტესტი, თქვენო ღირსება, შარშანდელი 28 ნოემბრიდან დღემდე, ერთი წელი უწყვეტი პროტესტი გვაქვს, მთელი ეს პროტესტი, მათ შორის 4 ოქტომბერი უნდოდათ, რომ შეერაცხათ ძალადობრივ აქციებად და […] მადლობა ყველა ჟურნალისტს, რომლებმაც დაანახეს საზოგადოებას, თუ რაზე წამსვლელი ხელისუფლება გვყავს. რაც ხდებოდა იმ ღობესთან, ეს ყველაფერი ასახეს და სწორედ ამიტომ იყო, რომ არცერთმა ჩვენმა უცხოელმა პარტნიორმა არ შეაფასა ძალადობრივ აქციად 4 ოქტომბრის აქცია”, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.