4 მოსამართლე წინააღმდეგია მათი ქონებრივი მდგომარეობა ანტიკორუფციულმა ბიურომ შეამოწმოს

ოთხმა მოსამართლემ, რომელიც დამოუკიდებელმა კომისიამ „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის“ გამო შეარჩია, წინააღმდეგია მათი ქონებრივი მდგომარეობა „ანტიკორუფციულმა ბიურომ“ შეამოწმოს. მოსამართლეებმა მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, სერგო მეთოფიშვილი და ვასილ მშვენიერაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს გაუქმდეს ის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ისინი დამოუკიდებელმა კომისიამ შესამოწმებელ 300 საჯარო მოხელეს შორის შეარჩია.
გადაწყვეტილების მიღებამდე მათმა კოლეგებმა თბილისის საქალაქო სასამართლოდან: ლიელა ფოლადიშვილმა, ველერიანე ფილიშვილმა, ნინო ბუაჩიძემ და ლელა მილდენბერგერმა „ანტიკორუფციული ბიუროს“ დამოუკიდებელი კომისიის მიღებული გადაწყვეტილება შეაჩერეს.
დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება, რომ ეს ოთხი მოსამართლე ითხოვს მათი დეკლარაციების შემოწმებაზე მიღებული დოკუმენტის ბათილად ცნობას, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) აქვეყნებს.
· ვასილ მშვენიერაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეა;
· მიხეილ ჩინჩალაძე – თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე.
· ლევან მურუსიძე – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი;
· სერგო მეთოფიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის თავმჯდომარე.
ამ ოთხი მოსამართლიდან ორს – მიხეილ ჩინჩალაძესა და ლევან მურუსიძეს -მ სანქციები დაუწესა.
„აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ“, – ეწერა 2023 წლის 5 აპრილს გამოქვეყნებულ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ბლინკენის განცხადებაში.
გარდა ამისა, იმ შემთხვევში, თუ საქართველოს ხელისუფლება დათანხმდება ევროკავშირისგან გაცემული მე-6 პირობის შესრულებას მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებაზე, ამ ოთხიდან სამი მოსამართლე დაექვემდებარება ამ წესით შემოწმებას.
მოსამართლეთა დიდი ნაწილი და მმართველი პარტიაც ე.წ. ვეტინგის წინააღმდეგია. დამატებით, რამდენიმე დღის წინ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მ აშშ-ს მიმართა, გაუუქმოს სანქციები მოსამართლეებს.

ასევე დაგაინტერესებთ