4-მილიონიანი საქართველოს ბაზრისა და ს 150-მილიონიანი ბაზრის ასე პირდაპირ შეფასება პოპულიზმია, რასაც ვაშაძე და ძმანი მისნი ხშირად მიმართავენ –

2022-2023 წლებში, ს ბაზარი 500-ზე მეტმა უცხოურმა კომპანიამ დატოვა, თუმცა საქართველოში არცერთი არ შემოსულა – ეს განცხადება “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გააკეთა და ხელისუფლება გააკრიტიკა.
პოლიტიკოსის ხედვით, რუსეთიდან გასული ინვესტიციების 5-7% მაინც რომ შემოსულიყო საქართველოში, ქვეყანა უმუშევრობის პრობლემას მოაგვარებდა.
გიორგი ვაშაძის მათემატიკა “ჩვეულებრივი პოპულიზმია” “ქართული ოცნებისთვის”. როგორც უმრავლესობაში ითქვა, 4-მილიონიანი საქართველოს ბაზრისა და რუსეთის 150-მილიონიანი ბაზრის პირდაპირი შეფასება არასერიოზულია.
“ბატონ ვაშაძის ამ აღვირახსნილ პოპულიზმზე სერიოზული ლაპარაკი, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, იმიტომ, რომ, ელემენტარულად, უნდა გაითვალისწინო, რატომ იყო მსოფლიოს ყველა კომპანია რუსეთის ბაზარზე შესული. შესული იყო იმიტომ, რომ რუსეთი არის ძალიან დიდი ბაზარი, 150 მლნ-იანი მაღალმსყიდველობითუნარიანი ბაზარი. აქედან გამომდინარე, 4-მილიონიანი საქართველოს ბაზრისა და რუსეთის 150 მლნ-იანი ბაზრის ასე პირდაპირ შეფასება არის ჩვეულებრივი პოპულიზმი, რასაც ვაშაძე და ძმანი მისნი ხშირად მიმართავენ. აზერბაიჯანში, ამ მიზეზით, არანაირი განსაკუთრებული კომპანია არ გადასულა,” – აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე .

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირი და მათ შორის პოლონეთიც მიგრანტთა მიღებას ამკაცრებს არა საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგის გამო, არამედ, მის მიერ მიღებული „მიგრაციული პაქტის” გამო, რაც ყველა ქვეყნისთვის თანაბრად ამოქმედდა

კასპის მუნიციპალიტეტის მერია: იგოეთის მახლობლად ველურ ბუნებაში ფონდ „ქართუს“ მიერ გადმოცემული 100 გნოლი და 200 კაკაბი გაუშვეს, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი უკვე წლებია ფრინველთა უნიკალური ჯიშების გამრავლებას და ველურ ბუნებაში მათ გაშვებას აფინანსებს

მსგავსი ბრალდებით დადანაშაულებული იყო ერაყი და სწორედ ამ ფეიკ დაბრალების გამო მოხდა სამხედრო ინტერვენცია, რომელსაც მოჰყვა ერაყის სახელმწიფოს ფაქტობრივად განადგურება და მათი ხელისუფლების ფიზიკური განადგურება

ექიმი პიმენ ყურაშვილი BBC-ის ინფორმაციაზე: თვითონვე ამბობენ ავტორები, რომ კვლევაში მონაწილე ადამიანების რაოდენობა ძალიან ცოტაა მიზეზშედეგობრიობის დასადგენად, შესაბამისად, ამ ეტაპზე ეს კვლევა არანაირი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა