4 თვეში აზოტოვანი სასუქის ექსპორტით მიღებული შემოსავალი შემცირდა, ექსპორტის მოცულობა გაიზარდა

2024 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო საქონლის აზოტოვანი სასუქების ექსპორტით მიღებული შემოსავალი შემცირდა.
წლების განმავლობაში აზოტოვანი სასუქები ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმსხვილესი საექსპორტო საქონელია, რომლის წილი ოთხი თვის მონაცემებით, მთლიან ექსპორტში 2.5%-ია.
იანვარ-აპრილში საქართველოს აზოტოვანი სასუქების ექსპორტით 35.2%-ით ნაკლები შემოსავალი მიიღო, თუმცა საქონლის ექსპორტის მოცულობები 33.8%-ით გაიზარდა. შესაბამისად აღნიშნულ პერიოდში საქართველოდან 45 მილიონ 447 ათასი დოლარის ღირებულების 176 310 ტონა მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი სასუქები გაიყიდა. 4 თვის ჭრილში აზოტოვანი სასუქების ექსპორტის მაჩვენებლები ასეთია:
2024 წლის იანვარ-აპრილი – $45.4 მლნ, 176 310 ტონა;
2023 წლის იანვარ-აპრილი – $70.1 მლნ, 131 721 ტონა;
2022 წლის იანვარ-აპრილი – $128.3 მლნ, 192 541 ტონა;
2021 წლის იანვარ-აპრილი – $36.5 მლნ, 202 414 ტონა;
2020 წლის იანვარ-აპრილი – $36.4 მლნ, 206 460 ტონა;
მიმდინარე წლის ოთხი თვის განმავლობაში აზოტოვანი სასუქები სულ 16 ქვეყანაში გაიყიდა. ყველაზე დიდი რაოდენობით საქონლის ექსპორტი კი რუმინეთში განხორციელდა. ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმსხვილესი ადგილობრივი წარმოების საქონლის -5 საექსპორტო მიმართულება ასეთია:
· რუმინეთი – $14.4 მლნ, 55 165 ტონა;
· პერუ – $8 მლნ, 32 200 ტონა;
· ინდოეთი – $4.4 მლნ, 16 500 ტონა;
· ნამიბია – $3.4 მლნ, 12 300 ტონა;
· ესპანეთი – $3.2 მლნ, 12 737 ტონა;
ძირითადი ქვეყნების გარდა აზოტოვანი სასუქები თურქეთში, ბულგარეთში, ტანზანიაში, იტალიაში, სომხეთში და სხვა ქვეყნებია.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში აზოტოვანი სასუქების იმპორტიც ხდება, თუმცა მოცულობები მცირეა. მაგალითისთვის მიმდინარე წლის 4 თვის განმავლობაში ქვეყანაში სულ 3 მილიონ 757 ათასი დოლარის ღირებულების 10 068 ტონა აზოტოვანი სასუქი შემოვიდა, რაც მოცულობაში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია, ღირებულებაში კი მცირედითაა შემცირებულია. (2023 წლის იანვარ-აპრილი – $3.8 მლნ, 6 955 ტონა). ღირებულების მიხედვით, საექსპორტო ქვეყნების პირველ ხუთეულში კი , თურქმენეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და უზბეკეთი ხვდებიან.
bm.ge