4-დან 3-მა ბარიერგადალახულმა პარტიამ აღიარა არჩევნების შედეგები, დამატებით 2-მა პარტიამ, რომელმაც მიიღო დაფინანსება, ასევე აღიარა არჩევნების შედეგები, თებერვალში, შეიძლება ჩვენზე ადრე შევიდნენ პარლამენტში – ირაკლი კობახიძე

4-დან 3-მა ბარიერგადალახულმა პარტიამ აღიარა ს შედეგები, დამატებით 2-მა პარტიამ, რომელმაც მიიღო დაფინანსება, ასევე აღიარა არჩევნების შედეგები, თებერვალში, შეიძლება ჩვენზე ადრე შევიდნენ პარლამენტში –
4-დან 3-მა ბარიერგადალახულმა პარტიამ აღიარა არჩევნების შედეგები, დამატებით 2-მა პარტიამ, რომელმაც მიიღო დაფინანსება, ასევე აღიარა არჩევნების შედეგები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მანამდე “ლელომ” მიიღო ში თანამდებობა, შესაბამისად აღიარა არჩევნების შედეგები.
„რეალურად, ყველა ხედავს, რომ არჩევნების ლეგიტიმურობაში ყველა არის დარწმუნებული, უბრალოდ მათ დაიწყეს გარკვეული თამაში პატრონების დავალებით, უნდა ეცადათ ხელისუფლების შეცვლა ძალადობრივი მეთოდებით, თუმცა ესეც ჩავარდა. ახლა წავა განსხვავებული პროცესი. თებერვალში, მე მგონია, რომ შეიძლება ჩვენზე ადრე შევიდნენ პარლამენტში, როდესაც გაიხსნება მომდევნო საპარლამენტო სესია. მძიმე მდგომარეობაში ჩააყენეს ეს პარტიები საკუთარმა პატრონებმა და ამას უკავშირდება ის არათანმიმდევრულობა, რაც არის დღეს აშკარად სახეზე. ერთი პარტია ამბობს ერთს, დანარჩენები ამბობენ სხვას, არის სრული შეუთანხმებლობა მათ შორის. ერთი არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, ყველა დანარჩენმა აღიარა. ეს ყველაფერი არის იმ არათანმიმდევრული ნაბიჯების შედეგი, რაც მათი მხრიდან გადაიდგა. მათ სცადეს რევოლუციის მოწყობა ძალადობრივი მეთოდებით, ჩაუვარდათ და ახლა არიან აბსოლუტურად დეზორიენტირებული. ეს არის მათი არათანმიმდევრული ნაბიჯების მიზეზი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: ომი ჩვენს დავიწყეთო… ამის მთქმელთან მკვლელი რომ შევარდეს სახლში და ყაჩაღი, რას ეტყვის, მობრძანდი, ბატონო, აი, იმ კარადის უკან ჩემი შვილია დამალული და იმის მოკვლა არ დაგავიწყდესო? თუ სამშობლო სხვა რამეა?

შალვა პაპუაშვილი – მთავარი, რამაც ომების მუდმივი ქაოსის მოჯადოებული წრე გაგვარღვევინა ისაა, რომ მტრებს ხელისუფლებაში, არა ფოჩიან კანფეტს დახარბებული აქტივისტები, არამედ საქართველოს პატრიოტები დახვდნენ – მშვიდობისთვის ომი ჯერ კიდევ მოსაგებია