4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი კობახიძეს და დარჩიაშვილს შეხვდა

ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ამჯერად პრემიერმინისტრ სა და ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს შეხვდნენ.
შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგმა. მისი თქმით, რუსულ კანონზე უარის თქმით, ხელისუფლება ევროპულ გზაზე დარჩენას შეძლებს.
“პოლიტიკური პოლარიზაცია უბრალოდ ალტერნატიული შეხედულებების აკრძალვით არ უნდა მოგვარდეს. ასეთი მეთოდები ვერასდროს იქნება ევროკავშირის წევრობასთან თავსებადი და ეს შეხვედრაზე ნათლად გავიმეორე. ხელისუფლებას შეუძლია დარჩეს ევროპისკენ მიმავალ გზაზე, როგორც ამას ქართველ ხალხს დაჰპირდა, თუ “უცხოელი აგენტების” კანონზე უარს იტყვის”, – წერს ლანდსბერგისი.

ასევე დაგაინტერესებთ